ტეილორ სვიფტი ახალ ფირფიტაზე მუშაობს
ამერიკელმა ქანთრი-მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ჟურნალთან „Vogue“ მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად განაცხადა, რომ შემოდგომაზე მისი ახალი სტუდიური ალბომი გამოვა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ამჟამად ალბომის მასტერინგით არის დაკავებული და იქვე დაამატა, რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ ვარსკვლავია: „უკან ვიყურები და არ მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება უკანასკნელი ორი წლის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა. ყველა ჩემი ოცნება ასრულდა! ჩვენ გასტროლებს ვაწყობთ მსოფლიოს გარშემო! გამოვდივართ ლონდონის უდიდეს მოედნებზე! ვერ ვიჯერებ“...
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |