საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
შეურიგდა თუ არა სალომე მდივანი სკანდალურად გაშორებულ ქმარს

მომღერალი სალომე მდივანი (ქათამაძე) გასულ ზაფხულს მეუღლეს, ფეხბურთელ გიგი ზამთარაძეს დაშორდა. 
''ბევრი პატარ-პატარა მიზეზი გროვდება დროთა განმავლობაში და მერე ხვდები, რომ ადამიანი ვერ გიგებს. როცა ათას საკითხზე ხშირია უთანხმოება და ეს ყველაფერი არა და არ სრულდება, ალბათ, სამუდამოდაც გაგრძელდება. ამიტომ ადამიანმა თავი არ უნდა დაიტანჯოს და არც სხვა დატანჯოს. 
ჩვენ ერთად 3 წელი ვიყავით. სატელევიზიო ინტერვიუებშიც და ჟურნალებშიც ვამბობდით, რომ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთს კარგად ვუგებდით, ოღონდ ბავშვურ რაღაცებში, ოჯახური სიტუაცია კი ვერ მოვირგეთ. მე და გიგი კარგად ვერთობოდით, ერთ-მანეთის იუმორიც გვესმოდა, ერთად ცანცარიც კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ ოჯახი უფრო სხვა თემაა.
ჩვენ გიგის დედასა და ძმასთან ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ეს არაფერ შუაში ყოფილა. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს, გჭირდება ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს, ოღონდ ეს მხოლოდ გვერდში დგომით და შენი ყურებით კი არ უნდა გამოიხატოს, სულიერად  უნდა იგრძნო მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ჩვენ შორის კი ეს ყვე-ლაფერი ვერ მოხერხდა. რთულია, ასეთ ადამიანთან იცხოვრო და გამუდმებით გქონდეს კონფლიქტი", - ამბობდა მეუღლესთან დაშორების შემდეგ ტელეინტერვიუში სალომე.
წყვილის ახლობლები კი ამბობდნენ, რომ სალომესა და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. მათი თქმით, სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა. 
მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას, ერთხელ მას კლუბშიც მიაკითხა, სადაც მომღერალი ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ამ ინციდენტის გამო სალომემ ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა. 
მოგვიანებით მან გვარიც შეიცვალა და დედის მეუღლის გვარზე, მდივანზე გადავიდა, რადგან მომღერლის მამამ სიძის მხარე დაიჭირა. 
მეუღლესთან დაშორების შემდეგ სალომე ამერიკაში, ბერკლის უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად. Aამბობდნენ, იქ შეყვარებულთან ერთად წავიდაო, თუმცა მოგვიანებით სალომეს არც ამერიკაში შეყვარებულთან ერთად წასვლა დაუდასტურებია და არც ყოფილი მეუღლისთვის ჩივილი.
გასულ კვირას კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა. ამბობენ, რომ სალომე და გიგი შერიგდნენ და ახლა გიგი საბუთების შეგროვებითაა დაკავებული, რომ ამერიკაში გაემგზავროს. 
ჩვენ შევეცადეთ, ორივეს დავკავშირებოდით. გიგიმ გვირჩია, კითხვები სალომესთვის დაგვესვა. ''არც პოპულარობა მინდა და არც ვცხოვრობ ისე, რომ ჟურნალებში გამოჩენა მინდო-დეს. სალომე ცხოვრობს ისე, რომ პოპულარობა უნდა, ამიტომ რესპონდენტი სალომე უნდა იყოს'', - გვითხრა გიგიმ.
რასაკვირველია, კითხვები სალომესთანაც გვქონდა, მაგრამ მან პირად ცხოვრებაზე საუბარი ამჯერად არ ისურვა.
მერი კობიაშვილი 
ჟურნალი ''რეიტინგი''

შემსრულებელი