რატომ გაჭაღარავდა რიანა...
შოუ-ბიზნესის ახალგაზრდა ვარსკვლავები თმის ფერს გამუდმებით იცვლიან. რიანა უკვე გაჭაღარავდა კიდეც... მომღერალმა ჯერ თმას ყავისფერი შეფერილობა შეურჩია და ბოლოს ჭაღარებიც შეირია. ახალ იმიჯს თავად რირი „ყინულისებრ ნაცრისფერს“ უწოდებს. ვარსკვლავის ფანებისთვის მისი თმის ფერის და ვარცხნილობის ხშირი შეცვლა ახალი ამბავი არ არის: მან უკვე მოასწრო შეეღება თმა ქერად, წითლად, ყავისფრად, შავად... და არც მოკლე და გრძელი ვარცხნილობა წარმოადგენდა მისთვის პრობლემას. ახალი იმიჯი კი ნამდვილად ახალი სიტყვაა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.


radio.ge
|