რიანამ ფანს თავში მიკროფონი ჩაარტყა (ვიდეო)
როგორც ჩანს ბირმინგემში გამოსვლისას მომღერალი ცუდ ხასიათზე იყო... ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, რომელმაც მას ხელი ჩაავლო და აღარ უშვებდა, რიანამ დიდხანს არ იფიქრა და პირდაპირ სახეში მიკროფონი ჩაარტყა. ვიდეო მალევე გავრცელდა YouTube-ზე.
რირის წარმომადგენელს ჟურნალისტებთან ფაქტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
კონცერტის შემდეგ მომღერალი მეგობართან ერთად ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბს ესწვია, საიდანაც დილით გამოვიდა. კლუბში რირის უმცროსი ძმა, რეპერი რორი ფენტი გამოდიოდა.





radio.ge |