რიანას ალბომმა პლატინის დისკის წოდება მიიღო
რიანას უკანასკნელმა ნამუშევარმა „Unapologetic“ ამერიკაში პლატინის სტატუსი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონგპლეის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. ბარბადოსელი მომღერლის დისკოგრაფიაში ეს რიგით მეექვსე სტუდიური დისკია, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.
ფირფიტა „ Unapologetic“ 2012 წელს გამოვიდა და მსმენელს აჩუქა ჰიტი „Diamonds“. პლატინის დისკის წოდების მიღებისთვის ნამუშევარს 27 კვირა დასჭირდა, როდესაც ალბომმა „Talk That Talk“ ეს ტიტული 43 კვირაში მიიღო. რიანას ყველაზე პოპულარული დისკია „Good Girl Gone Bad“.
radio.ge |