საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
მე ყოველთვის ვიქცევ ყურადებას, რადგან მე პინკი ვარ!

ის 1979 წლის 8 სექტემბერს დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ალისია ბეტ მურია; ფსევდონიმი - პინკი... ჰყავს მშობლები, ძმა და ყოფილი მეუღლე... მონაწილეობდა ფილმებში „ჩარლის ანგელოზები“ და „როლერბოლი“. 

მას სახლში ოთხი ძაღლი, თევზი და ორი ვირთხა ჰყავს...

ასეთი უცნაური ფსევდონიმი იმიტომ აიღო, რომ როდესაც სახეზე მაკიაჟს იკეთებს, მისი ლოყები ნათელი ვარდისფერია - ეს მისი ფსევდონიმის სამი განმარტებიდან ერთ-ერთია. 

ალისიამ ხელოვნების და დიზაინის კოლეჯში ჩააბარა და დამთავრებამდე ერთი წლით ადრე დაანება თავი სწავლას.  

პინკი „ბრიტანულ მუსიკის დიდების დარბაზში“ (UK Music Hall of Fame) 21-ე საუკუნის წარმომადგენლებს შორის, მე-12-ე ადგილზეა. 
   
მას ძალიან არ უყვარდა სკოლა...

მუშაობდა ბევრ რესტორანსა და სწრაფი კვების ობიექტებში. მაკდონალდსიდან კი, მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სამუშაო ადგილზე ჰამბურგერს ჭამდა... 
 
მისი სექსუალური ორიენტაცია მუდმივი კამათის საგანია... ასე იყო მაშინაც, როცა მონტე-კარლოში, „World Music Awards 2003“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობ კრისტინა ლოკენს აკოცა... 
 
მისი მეოთხე სინგლი „M!ssundaztood“, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის 20 საუკეთესო ჰიტების სიაში აღმოჩნდა...

რაღაც დროის მანძილზე ის „Motley Crue“ წევრს, ტომი ლის ხვდებოდა... 

ელინ დიჯინირის შოუში პინკმა განაცხადა, რომ კბილში ნამდვილი ბრილიანტი ჰქონდა ჩასმული! 

ის ორი „გრემის“ ღირსეული მფლობელია... 

იგი სარეკლამო რგოლში „Speak No Evil“ იღებს მონაწილეობას, სადაც ახალგაზრდებს შიდსთან საბრძოლველად მოუწოდებენ... 

იგი მუსიკალური ინდუსტრიიდან ყველაზე სასურველი გოგონების „Much Music's Most Wanted“ სიაში მოხვდა... 

„სიმღერა - ეს ჩემი ცხოვრებაა. ვმღერი ყველგან: აბაზანაში, სამზარეულოში, ქუჩაში და რა თქმა უნდა სცენაზე“...
 
თურმე ის დიდი მეოცნებე ყოფილა... „ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სამოსზე ექსპერიმენტების ჩატარება, რაც ხალხს აოცებდა... ახლა ბევრად მეტი ადამიანის ყურადღებას ვიქცევ - რადგან მე პინკი ვარ! ანუ გოგონა ვარდიფერი თმით, რომელიც მღერის... წარმატება - უცნაური რამეა...“
 
მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მამაა... „მამა ჩემთვის ყოველთვის ღმერთი იყო. ის კი ჩემში ყოველთვის ვარსკვლავს ხედავდა“... 

„ჩემთვის ვარსკვლავობა ძალიან რთულია, რადგან ეს მუდმივად ფორმაში ყოფნას და ღიმილს ნიშნავს... მე კი, ძალიან მივეჩვიე ვიყო ის, რაც ვარ“...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება

პუბლიკაციები
შემსრულებელი