საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
ელი გულდინგი: რიტუალური რეალობა

უკანასკნელი რამდენიმე წელიწადი ბრიტანელი მომღერლის, ელი გულდინგისთვის დაუჯერებლად წარმატებული იყო. 2009 წელს მან ლიტლ ბუტსთან  ერთად გასტროლით დაიწყო. ელტონ ჯონის „Your Song“ ინტიმური ქავერი ჰიტად იქცა;  გამართა წარმატებული მსოფლიო მაშტაბის საგასტროლო ტურნე და მიწვეული იყო ბრუკლინის სასახლეში კეიტ მიდლტონის და პრინც უილიამის საქორწილო წვეულებაზე... ამ ყველაფერის მიუხედავად, თავად 25 წლის ელი ამბობს, რომ ეს წელი წარუმატებელი იყო მისთვის: „ეს იყო მძიმე და ცუდი დრო იყო... დავდიოდი ფოტო-სესიებზე და იყო გაუთავებელი ინტერვიუები... მოულოდნელად ვიგრძენი დაუჯერებელი რამ... საქმე იმაშია, რომ ყველა ცდილობდა ჩემგან მზა ცნობადი პროდუქტი გამოეძერწა. ჩემმა სხეულმა ამას ვერ გაუძლო, პანიკური შეტევები დამეწყო. შემდეგ უსიამოვნო ცვლილებები მქონდა პირად  ურთიერთობებში და მთელი ეს პერიოდი მარტო ვცხოვრობდი ლონდონში; ეს ქალაქი კი მკვეთრად განსხვავდება იმ ადგილისგან, სადაც გავიზარდე. მარტოობის და შიშის შეგრძნება მქონდა გამუდმებით... დავბრუნდი სტუდიაში...“ - აცხადებს ელი.

ეს იყო ფირფიტის „Halcyon“ მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც სავსეა უჩვეულო ელექტრონული რიტმებით, აბსტრაქტული ტექსტებით, სადაც საუბარია სიკვდილზე და იმედგაცრუებაზე. ყველაფრის ცენტრშია გულდინიგის ხმა - თავდაჯერებული, მტკიცე და ამავდროულად სუსტი... „რამდენიმე სიმღერაზე შეიძლება აცეკვდე, მაგრამ არის რამდენიმე ნელი, სევდიანი კომპოზიცია“.

ელი ჰერფორდშირში გაიზარდა, დედა ოთხ შვილს ზრდიდა (მას ჰყავს ორი და და ერთი ძმა). მამა ოჯახიდან წავიდა, როდესაც ელი 5 წლის იყო. „მამა მკვლელობების საქმეებით იყო გატაცებული. ერთხელ მან მომცა დიდი შეკვრა, სადაც თავმოყრილი იყო ყველა გახმაურებული მკვლელობის შესახებ გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები და ფოტოები... საშინელება იყო. წიგნებიც ჰქონდა მკვლელობებზე. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ეს შეკვრა სახლში მივიტანე და დედამ ნახა, რამაც შეძრა“ - იხსენებს არტისტი.

ბავშვობაში კლარნეტზე უკრავდა და საიცარი „მუსიკალური ფაზები“ გაიარა: აღმერთებდა ბიორკს და Blur-ს, აგრეთვე Spice Girls-ს... ამათთან ერთად უსმენდა ჯგუფებს Deftones და System Of A Down.

ამ ყველა შემსრულებლის გავლენა იგრძობა ალბომში „Halcyon“. ახლა კი მეტად დარწმუნებულია საკუთარ თავში. „არასოდეს მომწონს როგორ გამოვიყურები, არ მომწონს სახე, თმა... თითქმის არ მაქვს მკერდი და არც მაღალი ვარ“ - ამბობს თავად. მიუხედავად ამისა, ელი არ ამბობს უარს ფოტოსესიებზე, რადგან მიიჩნევს, რომ „არაჩვეულებრივია, როდესაც სხვა გიკეთებს მაკიაჟს, ვარცხნილობას და გაძლევენ შესაძლებლობას მოირგო ლამაზი სამოსი - არ ვარ მზად ამაზე უარი ვთქვა!“

radio.ge

პუბლიკაციები
შემსრულებელი