ტეილორ სვიფტის ფოტოსესია ახალი ალბომისთვის
ქსელში გავრცელდა ტეილორ სვიფტის ფოტოები, რომლებიც მომღერალმა ახალი ალბომისთვის „Red“ გადაიღო.
სურათების ნაწილი გამოყენებულია სინგლების გარეკანისთვის. აღსანიშნავია, რომ ფოტოების დასამუშავებლად გამოყენებულია ფოტო-ფილტრები.
„ძალიან მინდა სურპრიზად დავიტოვო თაყვანისმცემლებისთვის რამდენიმე დეტალი მაინც. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ მოვამზადე რამდენიმე დუეტი, რომელთა შესახებაც ჯერ არავისთვისაა ცნობილი. ასევე მაქვს სიმღერები, რომლებიც ალბომს უნიკალურს გახდის“ - აცხადებდა ცოტა ხნის წინ მომღერალი ჟურნალთან „Rolling Stone“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ალბომის „Red“ რელიზი 22 ოქტომბერს იგეგმება.



radio.ge |