საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
პინკი: „ჩემი ცხოვრების 80 პროცენტი ბედნიერებაა...“

ჟურნალში „rollingstone“ პინკის ახალი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მომღერალი ახალ ნამუშევარზე,საკუთარ ემოციებზე და გრძნობებზე საუბრობს... ფირფიტის The Truth About Love“ რელიზი 18 სექტემბერს შედგა -  გამოსვლიდან პირველივე კვირაში 280 000 ასლი გაიყიდა და Billboard 200-ის ყველაზე გაყიდვადი ალბომების რეიტინგში ლიდერობა მოიპოვა...

ნავში ვსხედვართ, პინკი მიღიმის და თმის ვარცხნას მშვიდად განაგრძობს... ჩვენ მის სტუდიასთან ახლოს ვართ... სწორდ იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მეექვსე ალბომზე „The Truth About Love“ დაასრულა მუშაობა. მინიატურული პინკი სრულიად ბედნიერი, დამშვიდებული და დასვენებული მეჩვენება: პატარას დაბადებამ არტისტში დიდი გარდატეხა მოახდინა. მასში ახალი იდეები და მუზა დაბადა. მართალია, პატარას მამა კორი ხარტი და მომღერალი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, სწორედ მათი სიყვარულის ფონზე და შთაგონებით შეიქმნა რამდენიმე არაჩვეულებრივი სიმღერა, რომლებმაც ამდენი თაყვანისმცემელი აჩუქა მას...

პინკი ნავში თმას ივარცხნის და მშვიდად მიცქერის... „...ამჟამად დედამიწაზე ყველაზე მაგარ ადგილას ვარ და ჩემი ცხოვრების 80 პროცენტი ბედნიერებაა; დანარჩენი 20 პროცენტი კი შიშია იმისა, რომ შესაძლოა ეს ბედნიერება ერთ მშვენიერ დღეს დავკარგო“...

„ჩემი მიზანი იყო ახალი ალბომი უფრო მუსიკალური ყოფილიყო - მეუბნება მომღერალი, რომელსაც ალბომის ჩაწერაში პროდიუსერი ბატჩ უოკერი დაეხმარა (მათი საუკეთესო თრექია - პინკისთვის ტრადიციული აკუსტიკური ბალადა „Beam Me Up“) - მომიწია ბრძოლა მელოდიურობისთვის... მე ვიბრძვი პარანოიის წინააღმდეგაც, რომ ერთ დღეს შესაძლოა აღარ ვიმღერო. ხანდახან ასეთი აზრებიც კი მომდის თავში! სწორედ ამ დროს ვიღებ გიტარას და ვხვდები, რომ ყველაფერი წესრიგშია, კარგად მიდის. ამ დროს ნებისმიერს შემიძლია ვუთხრა: „... მე ყველაზე მაგარი ვარ!“...

პუბლიკაციები
შემსრულებელი