რიანა საგასტროლო ტურნეს 2013 წელს დაიწყებს
რიანამ მსოფლიო მაშტაბის საგასტროლო ტურნეს დეტალები გაახმაურა. ტურნე სახელწოდებით „Diamonds World Tour“, 26 კონცერტისგან შედგება და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ლოს-ანჯელესში, ტორონტოში, ბოსტონში და ჩიკაგოში გაიმართება.
პირველი შოუ ტურნეს „Diamonds World Tour“ ფარგლებში 2013 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში იგეგმება.
ბარბადოსელმა პოპ-მომღერალმა უკანასკნელი ტურნე „Last Girl On The Earth“ გასულ წელს გამართა, რომელიც ალბომს „Loud“ მიეძღვნა.
radio.ge |