საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
პრესის მიმოხილვა

ზაფხულის ცხელი დღეების, დასვენებისა და გართობის  მიუხედავად, საზოგადოებისთვის შოუბიზნესში მომხდარი სიახლეები,  ამ კვირაშიც აქტუალურია.

მარინა ბერიძემ და  დუტა სხირტლაძემ „რუსთავი 2“ დატოვეს და „იმედზე“ გადავიდნენ. როგორც „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში, მარინა ბერიძე აღნიშნავს, მიზეზი, რომელმაც ასეთი დონის ცვლილება მოიტანა, ახალი მუსიკალური გადაცემაა, რომლის ანონსიც უკვე ტელევიზიაში ტრიალებს. „საქართველოს ვარსკვლავი“ - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის კასტინგიც უკვე დაწყებულია. როგორც აღმოჩნდა, ახალი მუსიკალური პროექტი „ჯეოსტარის“ რებრენდინგის შედეგად მომზადდა. უხეშად რომ ვთქვათ, „საქართველოს ვარსკვლავმა“ შვიდწლიანი ბრენდი - „ჯეოსტარი“ შეიწირა.

„მივედით გუნდი, ავაშენეთ ქარხანა და დავდეთ ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი. ყველა რეიტინგი მოვხსენით. ყველა ფინალისტმა „ჯეოსტარმა“ ქართულ ესტრადაზე თავისი ადგილი დაიკავა. ამაში „ჯეოსელს“ თავისი დამსახურება აქვს. მისი დამსახურებაა ის, რომ „ჯეოსტარი“ არსებობს და ის, რომ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა...   იმ არხის ფასი კაპიკია, სადაც გადაცემებს შორის რეიტინგზე მიდის ჭიდილი და შეჯიბრი. ცხოვრება რეიტინგი არ არის. როგორც კი რეიტინგი დამთავრდება, გადაგდებული ხარ. მე მესმის რაღაც ბერდება, რაღაც თავდება და ახალი ეტაპი იწყება. გავიგე, შეუცვლელი ადამიანებიც არ არსებობენ. მაგრამ მიმაჩნია, რომ არასწორია, ბრენდი „ჯეოსტარი“, რომელიც ამდენი წელი არსებობს, ისე დაანგრიო, რომ არავის არაფერი დაეკითხო. ალბათ, მე დავუშვი შეცდომა, შარშან ჟიურიში, სადაც სხვა ესთეტიკის ადამიანები დასხდნენ, მე არ უნდა დავმჯდარიყავი. ეს იყო პირველი „ჯეოსტარი“, სადაც კასტინგს მე არ ვედექი სათავეში. იყო თემა - კასტინგზე მარინა ბერიძის ეშინიათო და გიორგი ხაბურძანიამ ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მე შერჩევაზე არ ვყოფილიყავი. მანვე გადაწყვიტა, რომ ჟიურიში ჩემს გვერდით მჯდარიყო გიგი დედალამაზიშვილი, სოფო ხალვაში და ნიკო ნერგაძე. პატარა არა ვარ და ეს არ უნდა დამეშვა. მაგრამ ამ კომპრომისზე წავედი. თუმცა, უნდა გითხრათ, სხვისგან გავიგე, რომ კასტინგზე არ მივდიოდი“ -აღნიშნავს მარინა ბერიძე.

ამ სიახლეს ეხმაურებიან ჯეოსტარელები. მათ შორის არიან გიორგი სუხიტაშვილი, ნინი წიკლაური და თიკა მახალდიანი.

გთავაზობთ ჟურნალრეიტინგშიმოცემულ ინტერვიუს:

გასულ კვირას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ჯეოსტარის“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა გიორგი სუხიტაშვილმა საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი გამოაქვეყნა. წერილი  იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, გადავწყვიტე, მცირე შემოკლებით გაგაცნოთ.

„მე მინდა გითხრათ, რომ ეს შესანიშნავი და საჭირო პროექტი, სამწუხაროდ, აღარ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა ვერ აიტანა მისი არსებობა. პროექტი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი მსმენელის მუსიკალური ინტელექტის ამაღლებაში, დღეს უკვე ისტორიად ითვლება. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მარტივია, სცენაზე გამოიყვანო დამწყები მომღერალი და ფეხზე დააყენო. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება მუსიკალური პროექტები და ეცდებიან „ჯეოსტარის“ შეცვლას, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ დაიკავებს მის ადგილს და ვერ მიაღწევს იმ სიმაღლეს, რასაც მან მიაღწია, ეს იყო გამოცდილების, ხარისხის, გუნდურობისა და პროფესიონალიზმის ზეიმი, იქ მოხვედრა უდიდესი წარმატება და დიდი სკოლა იყო. არსებობს განსხვავებული აზრები, არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ ამ ყველაფერზე, მაგრამ პასუხი მარტივია, შეხედონ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტიდან გამოჩნდნენ და მიხვდებიან, რომ საქმით გაეცა მათ კითხვებსა და მოსაზრებებს პასუხი.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვეტს გულს ჩემი ეს ნაწერი... იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არის ადამიანთა კატეგორია, ვისაც გულს გაუხარებს ეს ამბავი... ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა ჭეშმარიტება მეტად კაშკაშებს, „ჯეოსტარი“ ხალხისაა, ხალხის ნებას კი ვერაფერი ვერ შეაჩერებს...

პატივისცემით გიორგი სუხიტაშვილი (სუხიტა), „ჯეოსტარი 2008“-ის გამარჯვებული“...

ნინი წიკლაური:

„არხზე ახალი გადაცემის „პრომო“ რომ გავიდა, ორი აზრი აღარ არსებობდა, რომ „ჯეოსტარი“ დაიხურა. ახალ პროექტს „ჯეოსტარს“ მიმსგავსებული ლოგო აქვს... მივხვდი, რომ მან ჩაანაცვლა „ჯეოსტარი“. „რუსთავი 2“-ში მარინას გვერდით ისეთი გუნდი მუშაობდა, მეც იქ რომ მემუშავა, დაუფიქრებლად დავტოვებდი ტელევიზიას. არც გამიკვირდა, რომ ის ხალხი იქიდან წამოვიდა. ფაქტია, რომ ეს არის სუსტი რგოლის სუსტი გადაწყვეტილება. ალბათ „ჯეოსტარს“ ბევრი მტერი ჰყავდა. გამართლება მოუძებნეს, რომ პროექტმა თავისი დრო მოჭამა და ბევრი თაობა გაზარდა, მაგრამ მერწმუნეთ, საქართველოში უამრავი მომღერალია „ჯეოსტარის“ მოლოდინში.

თიკა მახალდიანი: „არ ველოდი, რომ „რუსთავი 2“-ზე „ჯეოსტარი“ აღარ იქნებოდა. ყველა გავოგნდით, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება მარინა ბერიძის წასვლას, მე ყოველთვის მივესალმები მის გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, ალბათ ასე იყო საჭირო, რომ მარინა ბერიძე თავის გუნდთან ერთად წამოვიდა „რუსთავი 2“-დან“.

 

სიახლეა, რომ დუტა სხირტლაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. თავი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საავტორო გადაცემას ამზადებს, სპექტაკლის დადგმას აპირებს, ფილმი გადაიღო, ხის ნამუშევრებს ხელით ქმნის. რა ვქნა, ასეთი ამბიციური ვარო, დასძენს. ამასთანავე „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“ - დან წამოსვლის მიზეზებსა,  „ჯეოსტარსა“ და ახალ მუსიკალურ პროექტზე საუბრობს.

„რუსთავი 2“-დან წამოვედი. ის საზოგადოება გადავკოცნე, ვინც ჩემთან ახლოს იყო...12 წელია „ჯეოსელთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობ. ეს თანამშრომლობა მხოლოდ მისი „ფეისობა“ არ არის. როცა „ჯეოსელზე“ ვლაპარაკობ „ჩვენ“-მეთქი ვამბობ. ჩემი კომპანიაა და მიყვარს. იქ მხოლოდ თანამშრომლობა არ არის, სახლია, სულ სხვა სიტუაციაა. „ჯეოსტარი“ და „საქართველოს ვარსკვლავი“ ის მიზეზია, რისთვისაც მე არხიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე ... „ჯეოსტარი“ არ გაუქმებულა, ყოველთვის იარსებებს. მან ბევრი ვარსკვლავი შექმნა და ამაში ძალიან დიდი წვლილი მარინა ბერიძეს მიუძღვის.  გახსოვთ, ალბათ, „ჯეოსელმა“ „ჯეოსტარი“ ორი სეზონით „მზეზე“ დაიწყო. წარმატებული აღმოჩნდა და დიდი რეიტინგი დაწერა. მერე მისი ტექნოლოგიურად გაუმჯობესება მოხდა. „ჯეოსტარის“ ინიციატორები ჯეოსელელები ვიყავით. მეც ერთ-ერთი ინიციატორი ვარ და ირმა ცქიტიშვილთან ერთად მის შექმნაში უშუალო მონაწილეობას ვიღებდი. მაშინ გეგა ფალავანდიშვილი „ჯეოსელის“ მთავარი დიზაინერი გახლდათ და ჩართული იყო ამ ინიციატივაში. ის, რომ პროექტში არსებობს დამატებითი ოთახი, ეს ირმა ცქიტიშვილის აღმოჩენა და პირადი ბრენდია. ამის მერე ცოტა უხერხულია, როდესაც უცებ იმ გადაცემაზე, რომელიც თავის დროზე შენ შექმენი, გეუბნებიან, რომ შენ გახდი მისი სპონსორიო. კიდევ უფრო „ტეხავს“, როცა ამ ყველაფერს გვიან და სხვისგან იგებ. „ჯეოსელი“ თავისი შექმნილი პროდუქტის სპონსორი არ იქნებოდა. „რუსთავი 2“-ში კი ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდათ, რომ „ჯეოსელი“ სპონსორი იქნებოდა თუ არა, მე მაინც უნდა წამეყვანა პროექტი. „ჯეოსელის“ თათბირზე გავიგე, რომ თურმე გვითხრეს, აღარ გვინდიხართო. წესით, უნდა მივსულიყავი და სკანდალი ამეტეხა. მაგრამ პროფესიონალურად მოვიქეცი, არ შევიმჩნიე, დარჩენილი ორი გადაცემა ჩავწერე. ღიმილით დავემშვიდობე გადაცემის თანამშრომლებს. მგონი, ვერ დაიჯერეს, რომ წამოვედი. როცა რაღაცები არ მომწონს, ვჩხუბობ ხოლმე და ამ შემთხვევაში რომ ვიღიმოდი, ჩემი წამოსვლა ვერ დაიჯერეს. გული დამწყდა კი არა, ძალიან დამწყდა. 15 წელია „რუსთავი 2“-ზე ვმუშაობ. ძალიან მეწყინა ის, რომ იმისგან არ გამიგია ეს ცვლილება, ვისგანაც უნდა გამეგო. არა უშავს, მათ ერთხელ შევხვდები და დაველაპარაკები. ხომ უნდა ვუთხრა, რატომ წამოვედი? ჩემი მაინც ხომ უნდა ვთქვა, გაურკვევლობაში ხომ არ დავტოვებ? ყველაზე საწყენი ჩემთვის ის იყო, რომ ვერ გაიგეს, რატომ წამოვედი. უკვე ისინიც დაწყნარებულნი იქნებიან და მეც. მაშინ კი უნდა მეჩხუბა. მყრალი ვარ. კახურმა პრინციპებმა გადამძლია. ჩემს თავს ვეჭიდავე, თუ გადადგი ნაბიჯი, ბოლომდე გადადგი-მეთქი და გადავდგი. ჩემი გადაწყვეტილება პრინციპული იყო. ეჭვი მაქვს, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად დატრიალდეს და ინდივიდუალურად მეტი რამის გაკეთება შევძლო. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ „ჯეოსელზე“ უფრო ვარ მიბმული, ვიდრე რომელიმე ტელევიზიაზე. მართლა იქ ვცხოვრობ.  ჩემი მაგიდა მაქვს, მარკეტინგში თათბირებზე ვზივარ, კრეატივში ვმონაწილეობ, როგორი აქცია ჩატარდეს, რეკლამების სცენარებში ვერევი.

ახალი ხმა

„იმედიდან“ ერთ კვირაში მივიღე შემოთავაზება. ბევრი არ მიფიქრია. ერთ კვირაზე მეტ ხანს სახლში ჯდომამ დეპრესია იცის. არ მიყვარს უსაქმოდ ყოფნა. ჯერჯერობით ისეთი ბებერი არა ვარ, უსაქმოდ დამტოვონ. მირჩევნია, ისევ მუსიკალურ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. „ჯეოსტარი“„იმედზე“, ალბათ, მალე გავა. „ახალი ხმა“ მშვენიერი მუსიკალური პროექტია, მსოფლიოში აპრობირებული, 30 ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუა და მისი წამყვანი ვიქნები. მჯერა, რომ საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტი დაიდება. ეჭვი მაქვს, საქართველოში ძალიან დიდ წარმატებას მოიპოვებს“ - აცხადებს დუტა.

ვერის უბნის მელოდიების  მიუზიკლის პრემიერა 11 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იგეგმება. მიუხედავად ზე-გასაიდუმლოებისა, ერთი-ორი რამ მაინც შევიტყვეთ. როგორც ამბობენ, მუსიკალური მხარე ნიკოლოზ რაჭველს მიჰყავს, სოფო ნიჟარაძე ვარდოს როლშია, ნოდიკო ტატიშვილი მედროგე პავლეს განასახიერებს, ხოლო სამორი ბალდე - „ცნობის ფურცელის“ მფრიალებელს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გავარკვიეთ, ვისი როლი შეხვდა ბუბა კიკაბიძეს.

ქართველი მომღერალი,  ქეთი მელუა, მეორე ადგილზეა 30 წლამდე ასაკის უმდიდრეს ბრიტანელ ქალთა სიაში. სიის თავში ცნობილი მომღერალი ადელია, რომელსაც 20 მლნ გირვანქა სტერლინგი აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით 14 მლნ დოლარით მეტია.მეორე ადგილს სამი მომღერალი იანწილებს. 12 მლნ გირვანქა სტერლინგით - შერილ კოული, ლეონა ლუისი და ქეთი მელუა. ყველაზე მდიდრები ახალგაზრდა ვარსკვლავ მამაკაცებს შორისაც გამოავლინეს და სიის სათავეში დენიელ რედკლიფია. კაცები, ქალებისგან განსხვავებით უფრო სოლიდურ თანხებს შოულობენ - დენიელს 54 მლნ გირვანქა სტერლინგი აქვს.

ეს სიახლეები, ამ კვირის საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნიეთ.

რეიტინგი“, „პრაიმ ტაიმი

(პრესის მიმოხილვა. იზა აბშილავა) 

 

 

პუბლიკაციები
შემსრულებელი