საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
5 უცნობი ფაქტი ბრუს სპრინგსტინის შესახებ...

ჟურნალის „New Yorker“ უკანასკნელ ნომერში ბრუს სპრინგსტინის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. ავტორი მოგვითხრობს მუსიკოსის ცხოვრების ისეთ წვრილმან და ამავდროულად მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც აქამდე დაფარული იყო მელომანებისთვის...

სპრინგსტინის ცხოვრებიდან აქამდე ბევრისთვის უცნობი, საინტერესო ამბები:

1. ბრუს სპრინგსტინი 1982 წლიდან რეგულარულად დადის ფსიქოთერაპევტთან. „მას სუიციდის მიმართ ჰქონდა მიდრეკილება... დეპრესია არავის უკვირს, მაგრამ იგი ცხოვრობდა რაკეტაზე, რომელიც არსაიდან არსად მიექანება...“ - წერს მუსიკოსის ბიოგრაფი დეივ მარში.

2. ბრუსის მენეჯერმა ჯონ ლანდაუმ მძიმე ოპერაცია გადაიტანა , რის შედეგადაც ერთი თვალით დაბრმავდა. მუსიკოსი რეგულარულად მიდიოდა ჯონთან, ამხნევებდა და მხარში ედგა. „მან იცოდა, რომ შესაძლოა დავღუპულიყავი... მისი გრძნობები არ იყო რაციონალური, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით და მის ხმაში ჩემს გამო ნერვიულობას და შიშს ვგრძნობდი“ - აცხადებს ლანდაუ.

3. 1987 წელს სტივ ვან ზანდტი და ბრუს სპრინგსტინი შეკამათდნენ სიმღერის „Ain't Got You“ ტექსტის შესახებ. ბრუსი მის მოსაზრებას ასაბუთებდა... „ვის ადარდებს შენ როგორ ცხოვრობ? - ვეკითხებოდი მე - იხსენებს ვან ზანდტი.  „ეს მართლა ცხოვრებაა“ - მპასუხობს ბრუსი. ადამიანებს არ აინტერესებთ შენი ცხოვრების დეტალების მოსმენა... შენ ეხმარები ცხოვრების ლოგიკის მოძებნაში, ამ ცივ და ბოროტ სამყაროში აძლევ თანაგრძნობას... - ვაგრძელებდი მე. ბოლოს საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან ბრუსი და მითხრა - „ეშმაკმაც წაგიღოს!“

4.  E-Street Band-ის ახალმა საქსაფონისტმა ჯეიკ კლემონსმა, რომლიც გასულ წელს გარდაცვლილი ტენორ-საქსაფონისტის, კლარენს კლემონსის ძმისშვილია, იანვარში გამოხატა ჯგუფში გაერთიანების სურვილი. „უნდა გახსოვდეს, რომ როდესაც დაუკრავ საქსაფონზე, არასოდეს შეგადარებთ ისეთ კლარენსს, როგორიც იყო იგი შარშან... შედარება იქნება იდეალურ კლარენსთან, ისეთთან როგორიც იყო 10 ან 20 წლის წინ ...“ - უთხრა მას სპრინგსტინმა. „რთულია ასეთი ლეგენდარული პიროვნების ჩრდილში დაკვრა... სცენაზე ჩემს გვერდით ყოველთვის ბიძაჩემი დგას“ - აცხადებს ჯეიკი.

5. ბრუს სპრინგსტინის მეუღლე პატი სკიალფა E-Street Band-ში მისი უმნიშვნელო როლის გამო სწუხს (იგი ბექ-ვოკალისტია): „პრაქტიკულად არ ვფიგურირებ ჯგუფის შემოქმედებაში. მინდა გავაკეთო რაღაც უნიკალური, მაგრამ ჩემი იდეებისთვის ჯგუფში არასოდეს არის ადგილი“ - აცხადებს მუსიკოსის მეუღლე.

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამ
ო)

პუბლიკაციები
შემსრულებელი