საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
რა სიახლეებია ქართულ შოუბიზნესში?

მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები თუ სხვა ცნობილი ადამიანები, ხშირად ეხვევიან ყვითელი პრესის ქარცეცხლში. რაც მეტად პოპულარულებია არიან, მით მეტად ინტერესდებიან ჟურნალისტები მათი ცხოვრებით. იწერება ბევრი ტყუილი თუ მართალი და ცნობისმოყვარე საზოგადოებაც სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს... ჩვენ უბრალოდ ამ კვირის ქართული პრესის ყვითელ ფერებს გადავხედეთ. რა თემებია აქტუალური? რა სიახლეებია ქართულ შოუბიზნესში?

კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური დირექტორი გახდა. ამ ეტაპზე ის სამ პროექტშია ჩართული. ერთ-ერთი , “მე მიყვარს საქართველო” უკვე გადის “იმედის” ეთერში, “ცეკვავენ ვარსკვლავები“ და “ახალი ქართული ხმა” კი სტარტს სექტემბერში აიღებს. აღიარებულია, რომ “ცეკვავენ ვარსკვლავები “ ყველაზე რეიტინგული და უპრეცენდენტო შოუა, ქართულ ტელესივრცეში. “ახალი ქართული ხმა” კი ჰოლანდიური პროექტია, რომელიც პირველად 2011 წელს გავიდა ეთერში. (ჟურნალი “რეიტინგი’).

რაც შეეხება “ქუჩის ბიჭებს”. ისინი უახლოეს მომავალში , კლუბური კონცერტის ჩატარებას გეგმავენ. ზურა ხაჩიძე, სამშობლოდან 6 თვის განშორების შემდეგ კვლავ შინ დაბრუნდა. როგორც ჟურნალ” რეიტინგთან ინტერვიუში აღნიშნავს, ენატრება ძველი დრო, სცენა, კონცერტები. “პოპ კულტურას” , ტელევიზია სჭირდება – აღნიშნავს ხაჩიძე.

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ( ჯავახიშვილი) თხოვდება. მისი მომავალი მეუღლე მოჭიდავე რაულ ცხადაძეა. იგი რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს და წარმატებული სპორტული კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვს. ამის შესახებ გაზეთი “პრიმე-ტაიმი” წერს.

საინტერესოა, მარკუს მეტრეველისა და ნინი შერმადინის გასაიდუმლოებული ურთიერთობის ისტორია. გთავაზობთ, ჟურნალ “რეიტინგიდან”, მარკუს მეტრეველის ინტერვიუს. შეკითხვაზე, ეს ისტორია მარკუსმა პიარისთვის შეთხზა თუ რეალურად არსებობდა, უპასუხა, რომ “თქვენ როგორ ფიქრობთ, მარკუს მეტრეველს ნინისგან პიარი სჭირდება? იმდენი მაქვს ნაშრომი, რომ ნინის ფონზე გაკეთებული პიარი არ მჭირდება. გვქონდა გარკვეული ურთიერთობა , რასაც წყვილის ურთიერთობა ჰქვია”. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ნინის ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვეს და მარკუსი აბოლოებს, რომ , ნინის დაუსვეს, მაგრამ ამბობს, არაფერი ყოფილაო.მე და ნინი მეგობრები ვიყავით? რა საინტერესოა. კიდევ რამდენი მეგობარი მყავს ნეტავ, ვინც ჩემთან ლოგინში იწვა.

“მზგავრები” უკრაინაში დიდი წარმატებით მოღვაწეობს. უკანასკნელი ერთი თვეა, ჯგუფმა არაერთი კონცერტი გამართა.ამას წინათ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში , ფანზონაში ჯგუფმა ნინო ქათამაძესთან ერთად იმღერა. (“რეიტინგი”).

ამ კვირაში, ქართული შოუბიზნესი მხოლოდ ამ სიახლეებით შემოიფარგლა.



"რეიტინგი" "პრაიმ ტაიმი" "კვირის სიახლე"

იზა აბშილავა

პუბლიკაციები
შემსრულებელი