საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
Carly Rae Jepsen: „მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ!“

კანადელმა კარლ რეი ჯეპსენმა 26 წლის ასაკში შტურმით აიღო ამერიკული პოპ-მუსიკის ჩარტები სინგლით „Call Me Maybe“,

ახლადგამომცხვარი ვარსკვლავი სიამოვნებით პოზიორობდა ფოტოობიექტივთან „Billboard“-ის ყდისთვის და არანაკლები ენთუზიაზმით პასუხობდა კითხვებს.

სიმღერის „Call Me Maybe“ შესახებ...

პრაქტიკულად ყოველდღე ვფიქრობ და კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს: „როდის მოხდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში?“ მგონი ეს იყო 11 ივნისი, მექსიკაში ძალიან დიდ, ხალხმრავალ კონცერტზე. დაახლოებით 300000 მაყურებლით... არასოდეს ვყოფილვარ მანამდე მექსიკაში. ეს იყო დაუჯერებელი. ამდენი ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ცენტრში და ისინი მღეროდნენ ჩემს სიმღერას... შემეშინდა კიდეც, ვნერვიულობდი...

ეს კომპოზიცია „Call Me Maybe“  დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე. ყველა სიმღერის დაწერისას განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. „Call Me Maybe“ ძალიან ადვილად შეიქმნა.

გასული წლის დეკემბერში ჯასტინ ბიბერი აღფრთოვანდა მისით...

მისი მუსიკა მომწონს, არაჩვეულებრივი ბიჭია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო ნამუშევარი „Believe“. სწორედ მისი აღიარების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ჩემს შემოქმედებაზე. მახსოვს გავლილი ყველა ის ეტაპი რაც იყო აქამდე. სასიამოვნოა, როდესაც თავდაჯერებული ხარ იმ საქმეში რასაც აკეთებ. ჯასტინმა მითხრა: „რასაც აკეთებ არ მინდა, რომ შევცვალო, უბრალოდ მსურს ფართო გზა მივცე ამ ყველაფერს“...

ახალ ალბომზე... რას უნდა ელოდოს „Call Me Maybe“-ის თაყვანისმცემელი...   

რთულია ვისაუბრო ახალ ალბომზე, როდესაც დასრულებული არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მისი მოსმენისას, აუცილებლად შეიგრძნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მასზე. ისინი ზრუნავდნენ იმისათვის, რომ თქვენ მისი მოსმენისას იდეალური გრძნობა დაგუფლებოდათ...  ახალი ალბომი სექტემბერში გამოვა, როდესაც სტარტს აიღებს ჯასტინ ბიბერის ტურნე. ახალ ალბომში წარმოდგენილი იქნება დუეტები ჯასტინ ბიბერთან და ელექტრო-ჰოპ-დუეტის LMFAO წევრთან RedFoo. დისკზე აგრეთვე საპატიო ადგილი ექნება პროექტთან Owl City ჩაწერილ ერთობლივ სიმღერას „Good time“. მიყვარს არტისტებთან თანამშრომლობა - ეს საინტერესოს შექმნის შანსია!.. მომავალში სიამოვნებით ვითანამშრომლბედი ქეით პერისთან... მე მეკუთვნოდეს Billboard № 1 სინგლი - ეს იმაზე მეტია, რაზეც ოდესმე მიოცნებია! ახლა მაქვს შესაძლებლობა შევქმნა ბევრი მუსიკა... რაც არ უნდა მოხდეს მომავლში, კარგიც და ცუდიც, მე მაინც ძალიან, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი