რიტა ორა: „რიანასთან შედარების წინააღმდეგი არ ვარ“
ახალგაზრდა მომღერალი რიტა ორა MTV-ის ჟურნალისტს მისი და რიანას შედარების შესახებ ესაუბრა.
„დიდებულ რიანასთან შედარებას მხოლოდ კომპლიმენტად ვიღებ. ბედნიერი ვარ, რომ მისი შესადარი გავხდი. მსურს თუ არა რიანასთან თანამშრომლობა? ეს ძალიან მაგარი იქნებოდა, ჩვენი ვიდეო დაუჯერებლად სექსუალური გამოვა!“ - აცხადებს რიტა.
შეგახსენებთ, რომ რეპერმა Jay-Z რამდენჯერმე განაცხადა, რომ რიტა ორას ბარბადოსელი მომღერლის მსგავს წარმატებას მიაღწევინებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიტას სიმღერა „R.I.P.“, თავდაპირველად რიანასთვის ყოფილა განკუთვნილი.
radio.ge (საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |