საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
Paul McCartney ახალი ალბომის „Kisses on the Bottom“ შესახებ

სერ პოლ მაკარტნიმ Billboard-თვის ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ახალ ალბომზე „Kisses on the Bottom“ და ბავშვობის მოგონებებზე ისაუბრა.   მომღერალი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და  მკითხველის გულს ისევ იპყრობს. McCartney იმედოვნებს, რომ ფირფიტა მსმენელს მძიმე და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ რელაქსაციაში დაეხმარება... საინტერესოა მუსიკოსის პასუხები „music freak“-ის კითხვებზე...

 

- ახალი ალბომის მოსმენისას, მაშინვე ცხადი ხდება, რომ უსაზღვროდ გიყვართ ეს სიმღერები...

- ამას „სიყვარულით შრომა“ ეწოდება. არაჩვეულებრივი ჯგუფი ვიპოვნე Diana, Tommy და ინჟინერ Al Schmittთან ერთად. კარგად ვიხალისეთ, სტუდიაში სიმღერით და ერთმანეთთან ურთიერთობით ვტკბებოდით. არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო.

- როგორ შეარჩიეთ სიმღერები?

- გავიხსენე ის წლები, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება. ჩემს ოჯახს უყვარდა სიმღერა. მერე ვუთხარი ტომს, რომ იმ ეპოქის სიმღერები ერთად მოგვესმინა და მან რამდენიმე თრექი შემომთავაზა. Nancy Jeffries-მაც მირჩია მისი ვარიანტი, იგი კარგად ერკვეოდა იმ დროში. დიანამაც რამდენიმე მისი დაუმატა და მე დავუკარი რამდენიმე ჩემი დაწერილი სიმღერა...

- რას იტყოდით სიმღერაზე „The Inch Worm“ ?

- ეს არის სიმღერა, რომელიც მიყვარდა... როგორც კომპოზიტორი ვტკბებოდი, როგორ ერწყმოდა ერთმანეთს ჰარმონიულად ორი მელოდია... მაქვს ბევრი სიმღერა, რომელიც გასულ წლებში დავწერე. გამიმართლა, გამომდის სიმღერის შექმნა... 

- ახალი ალბომისგან რას ელით?

-  ალბომმა მსმენელის მოლოდნი უნდა გაამართლოს. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამ მუსიკით შეძლებენ განტვირთვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი