რიანა ამერიკულ ჩარტებს იპყრობს
რიანა ყველაზე მოთხოვნილებადი (გადმოწერების მიხედვით) მომღერალია.
მომღერლის ახალი სიმღერა „We Found Love“ პრესტიჟული ჰიტ-აღლუმის Billboard Hot 100 სალიდერო პოზიციას ფლობს. რიანასთვის ეს მეთერთმეტე სიმღერაა, რომელიც ჩარტებში პირველ პოზიციაზე ხვდება.
ყველაზე ხშირად ჩარტების ისტორიაში ლიდერობდნენ The Beatles (20-ჯერ), მერაია ქერი (18-ჯერ), მაიკლ ჯექსონი (13-ჯერ), მადონა (12-ჯერ), The Supremes (12-ჯერ). რიანამ შედეგით გაუტოლდა უიტნი ჰუსტონს, რომელმაც 11-ჯერ დაიპყრო ჰიტ-აღლუმი Billboard Hot 100.
გარდა ამისა, სიმღერების გაყიდვის მაჩვენებლით რიანამ გადალახა ბარიერი 20 მლნ. „გადაწერით“ , რამაც იგი „ციფრული“ საუკუნის ყველაზე პოპულარულ მომღერლად აქცია.
radio.ge (საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)
|