სწორედ აქ მთავრდება მისი ბავშვობა...
რიანას მამა ქალიშვილის ბავშვობას იხსნებს… და დღემდე ვერ დაუჯერებია, რომ მისი გოგონა გაიზარდა და ვარსკვლავად იქცა...
დღეს ყველა იცნობს ლამაზმან ქალბატონს, როგორც ბუნებრივ ბარბადოსელ გოგონას და იგი მსოფლიოში აღიარებული მომღერალია. ხოლო ოდესღაც ის რობინ რიანა ფენტი იყო, პატარა სახლში ცხოვრობდა, მამას ყველაფერში ეხმარებოდა, ტანისამოსს ცნობილ დიზეინერებთან არ იკერავდა და ქუჩაშიც თამაშობდა თანატოლებთან...
რონალდ ფენტი ქალიშვილის ბავშვობაზე სიამოვნებით საუბრობს...
...როდესაც მამამ ქალიშვილის სიმღერა მოისმინა, ის მხოლოდ სამი წლის იყო. გოგონა საწოლში იწვა, მოკროფონის მაგივრად ხელში სავარცხელი ეჭირა და მღეროდა. პატარა რიანას უყვარდა მეზობელ ბავშვებთან ერთად სიმღერა. ის ხშირად მღეროდა სიმღერას სახელწოდებით „ახალი სამყარო“ ანიმაციური ფილმიდან „ალადინი“, რონალდი კი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩებოდა მისი ნამღერით...
გოგონამ დიდი სტრესი მიიღო, როდესაც გაიგო, რომ მამა ნარკოტიკს მოიხმარდა. დრო გავიდა და ახლა რონალდი ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდა, თუმცა, ნანახმა და განცდილმა გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენა...
15 წლისამ შეძლო გაემარჯვა ნიჭიერთა კონკურსში. მანამდე კი რონალდი ირწმუნება, რომ რიანა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგონა იყო, რომელიც არც კი ფიქრობდა ვარსკვლავობაზე. უყვარდა ცეკვა, მას ეს ნიჭი ღმერთმა მიმადლა... მიუხედავად სიმღერის და ცეკვის ნიჭისა, არასოდეს იღებდა მონაწილეობას სკოლაში გამართულ ღონისძიებებში... ახლა კი ვარსკვლავის მამა გაოცებულია, როგორ მიაღწია მისმა ქალიშვილმა ამხელა წარმტებას.
15 წლის რიანა კონკურსში იმარჯვებს, სადაც სადაც მისი კონკურენტები 17 წლის თინეიჯერები არიან, ამის შემდეგ კი, ამერიკელ პროდიუსერთან ევან როჯერსთან აფორმებს კონტრაქტს და ჯეი-ზისთნ იწყებს თანამშრომლობას...
სწორედ აქ მთავრდება მისი ბავშვობა... ასე შეიქმნა ჩვეულებრივი გოგონასგან მსოფლიოში ცნობილი მომღერალი... ეს ისტორია კონკიას ლამაზ ზღაპარს ჰგავს... ამ ამბის გაგრძელება კი, ყველამ ვიცით...
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)
|