U2 და რიანა იაპონელების მხარდასაჭრად იმღერებენ
კომპანიამ „Universal Music“ ჩაწერა ალბომი, რომლიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა იაპონიის წითელ ჯვარს.
უკვე ცნობილია, რომ ალბომში შესული იქნება ჯასტინ ბიბერის, რიანას, U2, Bon Jovi და ნიკი მინაჟის სიმღერები. ჩანაწერი გაყიდვაში უახლოეს დღეებში გამოვა, კომპოზიციების და შემსრულებლების სია ჯერ კიდევ ზუსტდება. კერძოდ, პროექტის პოტენციურ მონაწილედ მოიაზრება ლედი გაგა. ფირფიტა მხოლოდ ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი მთელი მსოლფიოსთვის.
2011 წლის 11 მარტს იაპონიის სანაპიროზე ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რომლის შედეგადაც დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე ზუსტდება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით 7 000 ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ კი 11 000-ზე მეტია დაკარგული.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |