აშერს რიანასთან დუეტის ჩაწერა სურს
„დიდი ხანია მეგობრები ვართ, ერთდა კი არასოდეს გვიმუშავია. წარსულში განვიხილეთ ჩვენი დუეტი და ვფიქრობ, როემ ეს რეალურია... მოხარული ვიქნები მასთან დუეტის ჩაწერით... მიმაჩნია, რომ ის არაჩვეულებრივი შემსრულებელია" - აცხადებს აშერი.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ რიანას უკანასკნელი ალბომი „Loud“ ბრიტანეთში მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და ნისლიან ალბიონში მისი ფირფიტა სწრაფადგაყიდვადი ნამუშევარი გახდა.
შეგახსენებთ, რომ რიანა ერთადერთი მომღერალია, რომელის სინგლებიც ბრიტანულ ჩარტებში ზედიზედ ხუთი წლის მანძილზე ინარჩუნებდა ლიდერ პოზიციებს. გარდა ამისა, მისი კომპოზიცია „Umbrella“, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, ჩარტებში ათი კვირის მანძილზე ინარჩუნებდა პირველობას - ეს 21-ე საუკუნის საუკეთესო შედეგია.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |