ემინემი ვიდეოში პორნოვარსკვლავს საშა გრეის გადაიღებს
ემინემმა კომპოზიციაზე „Space Bound“ ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად პორნო-ვარსკვლავი საშა გრეი მიიწვია.
რამოდენიმე საღამოა წყვილი ვალენსიაში და კალიფორნიაში ერთად არიან ვიდეოს გადაღებაზე. 22 წლის სილიკონის ვარსკვლავი ვიდეორგოლში მთავარ გმირს განასახიერებს.
„Space Bound“ რეპერის ალბომიდან „Recovery“ მეოთხე სინგლია. აღსანიშნავია, რომ „გრემიზე“ ალბომი წლის საუკეთესო ფირფიტად დასახელდა.
ვიდეოს რეჟისორია ჯოზეფ კანი, რომელიც მუშაობდა რიანას და ემინემის დუეტზე „Love the Way You Lie“.
საშა გრეი - ამერიკელი პორნომსახიობია, რომელიც პარალელურად მუშაობს პორნოინდუსტრიაში მოდელად. 2009 წელს გამოვიდა რეჟისორ სტივენ სოდერბერგის სურათი „გოგონა გამოძახებით“, სადაც გრეი მთავარ გმირს განასახიერებს.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |