საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
პინკი პროვოკაციული ვიდეოს შესახებ…

სულ ახლახანს პინკმა ახალი პროვოკაციული ვიდეო-ნამუშევარი „F**kin' Perfect“ წარუდგინა საზოგადოებას და უკვე მის შესახებ ახსნა-განმარტების გაკეთება უწევს...

მუსიკის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ მსგავსი ვიდეო-რგოლის ადგილი ტელეარხებზე არ არის. კლიპი სავსეა ძალადობის სცენებით და ამავდროულად სუიციდის პროპაგანდას ახდენს.

ვიდეოში აღწერილია გოგონას ბედი, რომელიც გარიყულია საზოგადოებისგან და ცდილობს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. კლიპის ფინალში კი, ესოდენ უბედური გოგონა წარმატებული მხატვარი და დედა ხდება...

„დარწმუნებული ვარ ჩემი ახალი ნამუშევარი მორიგი წარმატებული ვიდეო იქნება, რომელიც არამარტო გააოცებს ჩემს თაყვანისმცემლებს, არამედ დაფიქრებას აიძულებს. ყოველთვის ვისწრაფვოდი იმისკენ, რომ ჩემს ნამუშევრებს აზრი ჰქონოდა. ისეთი თემები, როგორიცაა თვითმკვლელობა და საკუთარი სხეულის დაზიანება, ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად ბევრი გოგონა ერთობა ამით... წითელ ხალიჩაზეც კი შეიძლება ნახოთ ახალგაზრდა ლამაზმანები ხელებზე ნაიარევთ... ეს პრობლემაა. რა თქმა უნდა შეიძლება იგნორირება მოვახდინოთ და აგრეთვე იგნორი გავუკეთოთ ჩემი ვიდეოს გზავნილს. პრობლემა კი არასოდეს გადაიჭრება. მსურს ამით ახალგაზრდებს დავუდგე მხარში და მთელ მსოფლიოს გავაგებინო, რომ ისინი მარტო არ არიან!“ – აცხადებს პინკი

ამის გარდა ფეხმძიმე მომღერალმა აღიარა, რომ ვიდეოზე მუშაობისას თავის შვილზე ფიქრობდა, რომელიც მალე უნდა მოევლინოს ქვეყანას.

„ამ ვიდეოზე მუშაობა რთული იყო - ეს იყო ემოციური დატვირთვა, ისვე როგორც სიმღერა. ჩემში ცოცხლობს ახალი სიცოცხლე და მე მსურს, რომ მან იცოდეს რომ ძალიან მიყვარს... სიხარულით შევხვდები მას!... და მიუხედავად იმისა, რომ პატარას მკაცრ ცხოვრებასთან შესახვედრად მოვამზადებ, შევეცდები ჩვენი ცხოვრების ულამაზესი მხარეებიც გავაცნო“...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

 

პუბლიკაციები
შემსრულებელი