რიანა ბრიტანული ჩარტების რეკორდსმენია
BBCNews-ის ინფორმაციით, ბარბადოსელი პოპ-მომღერალმა რიანამ დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ჰიტ-აღლუმში რეკორდი დაამყარა.
იანვრის პირველი კვირის შედეგების მიხედვით, ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა სიმღერამ „What's My Name?“, რითაც რიანა პირველი ქალბატონი გახდა, რომელიც ხუთი წლის მანძილზე ზედიზედ გახდა პირველი ადგილის მფლობელი. გარდა ამისა, მომღერალი 2007 წლიდან 2010 წლამდე ნისლიანი ალბიონის ჩარტების ლიდერი იყო სიმღერებით „Umbrella“, „TakeABow'“, „Run This Town“ და „Only Girl (InTheWorld)“.
მსგავსი მიღწევით მხოლოდ ელვის პრესლი ამაყობდა, რომლის თრექებიც 1957-1963 წლებში ლიდერობას არ თმობდა.
ბრიტანეთის ალბომების ჩარტში გამოსვლიდან (2009 წლის ნოემბერი) დღემდე ლიდერობს რიანას ფირფიტა „Loud“. დიდ ბრიტანეთში ფირფიტის 900 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |