რიანა იმიჯს იცვლის...
2010 წლის დასაწყისში რიანა დასავლეთის შოუ-ბიზნესმა ერთ-ერთ მოდურ ვარსკვლავად აღიარა.
უდავოა, რომ მომღერალი გემოვნებით ნამდვილად გამორჩევა. ვარსკვლავი მხოლოდ ყველაზე მოდურ დიზაინერებთან იმოსება და მოდის უკანასკნელ ტენდენციებს მიჰყვება.
აქ კი არამარტო მისი ჩაცმულობა, მისი ვარცხნილობაც თვალში საცემია. მის თმებზე უამრავს წერს დასავლური პრესა... ახლა კი, მომღერალმა პუბლიკა წითელი ლოკონებით შოკში ჩააგდო!
ამბობენ, რომ ასეთი სახით მომღერალი ახალი ალბომის „Loud“ პოპულარიზაციას ცდილობს, რომლის გარეკანის პრეზენტაციაც სულ ახლახანს გამართა…
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |