რიანამ Billboard-ის ჩარტები მეექვსედ დაიპყრო
მომღერალი იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც Billboard-ის ჰიტ-აღლუმი ექვსჯერ დაიპყრეს. კომპოზიცია „Love the Way You Lie“, ჟურნალის Billboard Mainstream Top 40 (Pop Songs) ჰიტ-აღლუმის ლიდერი გახდა. ამგვარი მიღწევა რიანასთვის რიგით მეექვსეა.
პირველად ბარბადოსელმა მომღერალმა Pop Songs-ის ჩარტებში პირველი ადგილი 2006 წელს სიმღერით „SOS“ მოიპოვა. ორი წლის შემდეგ, თრექი „Take a Bow“ Top 40-ის ლიდერი გახდა და სამი კვირის მანძილზე ინარჩუნებდა საპატიო პოზიციას. რასაც 2008 წლის ჰიტები „Disturbia“ და „Live Your Life“ მოჰყვა. წელს კი, მომღერლის სიმღერამ „Rude Boy“, Pop Songs-ში პირველი ადგილი დაიკავა.
რადიოსადგურში მოსმენა კვირაში შვიდი დღის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. რიანას გარდა, Pop Songs-ის ჩარტში ხუთჯერ მეტად გაისმა მერაია ქერის, ბიონსეს და ლედი გაგას კოპმოზიციები.
ჰიტ-აღლუმის სათავეში ხუთჯერ მოექცა ავრილ ლავინი, Pink, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ბრიტნი სპირსი.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |