კურტ დონალდ კობეინი 1967 წლის 20 თებერვალს ჰოკუეიმში (სიეტლიდან 140 მილზე) დაიბადა. დედა ოფიციანტი იყო, მამა კი - ავტომექანიკოსი. მალე ოჯახი საცხოვრებლად აბერდინში გადავიდა. 7 წლის იყო, მშობლები რომ დაშორდნენ. ამ ფაქტმა ღრმა კვალი დააჩნია მის შინაგან სამყაროს. სკოლაში ჩაკეტილი, დაკომპლექსებული ბავშვი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, სახლიდან წამოვიდა და საცხოვრებლად მეგობართან, კრის ნოვოჩელისთან, გადავიდა.
1987 წელს მან ახალ ჯგუფს „Nirvana“ გაუკეთა ორგანიზება. ჯგუფი ბარებსა და წვეულებებზე უკრავდა. 1987 წელს, პროდიუსერ ჯეკ ედრინოს ძალისხმევით, ჯგუფმა ინდი–ლეიბლთან „Sub Pop“ გააფორმა კონტრაქტი და 10 სიმღერის დემო–ვერსია ჩაწერა.
1989 წელს სადებიუტო ალბომი „Bleach“ გამოვიდა, რომელიც მხოლოდ 600$ დაჯდა და 35,000 ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომის გარეკანზე გიტარისტ ჯეისონ ევერმანის ფოტოც იყო, სინამდვილეში კი მას სიმღერების ჩაწერაში მონაწილეობა არ მიუღია. ის ჯგუფს მხოლოდ „Soundgarden“–სა და „Mindfunk.“–ის ტურებზე ახლდა. იმავე წლის ზაფხულში, ახალ პროდიუსერთან ბატჩემ ბიგნომთან და ჯგუფის წევრთან ჯემ პეტერსონთან ერთად, ახალი სინგლი „Sliver“/ „Dive“ ჩაიწერა. ზახულის ბოლოს მათ ლეიბლთან „DGC“ გააფორმეს კონტრაქტი.
მალე მათ ჯგუფში ახალი წევრი დეივ გროლი დაემატათ. 1991 წლის სექტემბერში, ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, ახალი ალბომი „Nevermind“ გამოუშვეს. ალბომი მთელ ამერიკაში უდიდესი წარმატებით გაიყიდა. ჰიტ–აღლუმებში თავად მაიკლ ჯექსონსიც კი დაჩრდილა. თებერვალში ალბომმა პლატინის სტატუსი სამჯერ მოიპოვა. მათი აუდიტორია დღითიდღე იზრდებოდა...
მოგვიანებით კურტი ჯგუფ „Hole“–ის ვოკალისტზე – კორტნი ლავზე დაქორწინდა. კურტი, კუჭ–ნაწლავის პრობლემების გამო, ნარკოტიკებზე (ჰეროინზე) დამოკიდებული გახდა. წყვილს ქორწინებიდან ერთი წლის თავზე ქალიშვილი, ფრენსის ბინი, შეეძინათ.
1992 წლის ბოლოს კომპილაცია „Incesticide“ ჩაიწერა, ერთი წლის შემდეგ კი, პროდიუსერ სტივ ელბინთან ერთად, ჯგუფმა მუშაობა ახალ ალბომზე „In Utero“ დაიწყო. თუმცა, იმის გამო, რომ დისკი არაკომერციული გამოდგა, ლეიბლმა „DGC“ პროდიუსერი არასწორ მუშაობაში დაადანაშაულა.
დროდადრო თავს იჩენდა არასასიამოვნო ინციდენტებიც... მომღერალმა ნარკოტიკების ფონზე, თვითმკვლელობაც (ამჯერად წარუმატებლად) კი სცადა... ასე იყო, თუ ისე, ალბომი „In Utero“ 1993 წლის სექტემბერში გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ჯგუფის კონცერტებზე ბილეთის რიგში მდგომი ხალხის ნაკადი არ წყდებოდა...
ამერიკის შემდეგ ჯგუფი გასტროლებზე ევროპაში გაემგზავრა. რომში ყოფნის დროს კურტს კვლავ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა (შამპანურთან ერთად ტრანკვილიზატორების დიდი დოზა მიიღო). ამის შემდეგ ის ლოს–ანჯელესის სარებილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა. მაგრამ 1994 წლის 4 აპრილს კლინიკიდან გაიპარა და ფარეხის წინ, პატარა ოთახში, თავი მოიკლა. მისი გვამი ელექტრიკოსებმა (სიგნალიზაციის დასაყენებლად მივიდნენ) შემთხვევით აღმოაჩინეს. იქვე იყო მომღერლის წერილი, რომელიც მეუღლეს და ქალიშვილს დაუტოვა. კურტ კობეინის ფიგურა მაშინვე „როკ–ენ–როლის“ პანთეონში დადგეს. ჯგუფმა კურტის გარეშე ვერ შეძლო საქმიანობის გაგრძელება. დაგეგმილი საკონცერტო ალბომიც ვეღარ გამოვიდა.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.nirvana-music.com
დისკოგრაფია
- „Bleach: – 1989
- „Nevermind“ – 1991
- „Incesticide“ – 1992
- „In Utero“ – 1993
- „Unplugged In New York“ – 1994
|