საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
NIRVANA 50 ათასად ...

როკ-ჯგუფ "NIRVANA"-ს სოლისტი კურტ კობეინი დღესაც ბევრისთვის კუმირია. როკის მსმენელებში ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქუჩაში ბევრ ახალგაზრდას შეხვდებით კობეინის გამოსახულებიანი მაისურებითა თუ ჩანთებით. კურტ დონალდ კობეინი 1967 წელს, ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთ სოფელში, ჰაქუამში დონალდისა და ვენდი კობეინების ოჯახში დაიბადა. 

6 თვის მერე ისინი ბერდეენში გადავიდნენ. კურტმა სიმღერისადმი დიდი ნიჭი და სიყვარული საკმაოდ პატრა ასაკში გამოავლინა. ჯერ კიდევ 2 წლის ბიჭი "ბითლზის’’ ცნობილ ჰიტს "ჰეი ჯუდ’’-ს მღეროდა. მოგვიანებით კურტი ერთ-ერთ ბაპტისტური ეკლესიის გუნდში გალობდა. ბიჭის ბედნიერმა ცხოვრებამ იქამდე გასტანა სანამ მისი მშობლები გაშორდებოდნენ. მაშინ კურტი მხოლოდ 7 წლის იყო. მომხდარმა ბავშვის ცხოვრებაზე ძალიან იმოქმედა, ის ჯიუტი და აუტანელი გახდა. როგორც მოგვიანებით აღიარა, მისი მშობლების გაყრის ისე რცხვენოდა, რომ თანაკლასელებს თვალებში ვერ უყურებდა. 

ერთი წლის შემდეგ მამასთან მონტესანიში გადავიდა საცხოვრებლად და მისი დაჟინებული თხოვნით ჭიდაობაზე შევიდა. სპორტში წარმატების მიუხედავად, ეს სახეობა სძულდა. მისი გონება სულ სხვაგან იყო... სიმღერა და სცენა ისევ მის ოცნებად რჩებოდა. სწავლით თავს არასდროს იკლავდა და გაკვეთილებზე სულ ხატავდა. 

შანსს არ უშვებდა ხელიდან რომ ღამის კლუბებში წასულიყო და როკ-კონცერტისთვის მოესმინა. ასე დაუახლოვდა ჯგუფ "მელვინის" წევრებს, რომლებმაც მოგვიანებით ჯგუფ "NIRVANA"-ზე დიდი გავლენა იქონიეს. ბავშობიდან მოყოლებული კობეინის იდეალს ჯონ ლენონი წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ადარებდნენ ამ უკანასკნელს. 

10 წლის ასაკში კურტი დედასთან გადადის საცხოვრებლად. უსახსრობის გამო სკოლას თავს ანებებს. დედამ არჩევანის წინაშე დააყენა, ან უნდა ემუშავა, ან სახლიდან წასულიყო. სამსახურის უშედეგო ძებნის შემდეგ ხიდის ქვეშ მოუწია ცხოვრება. მოგვიანებით, კურტის ცნობილ ჰიტს "გზაზე" საფუძვლად სწორედ ეს ფაქტი დაედო. როცა 14 წლის გახდა ბიჭს ბიძამ გიტარა აჩუქა, კურტის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. 1986 წელს საცხოვრებლად იმ სოფელში გადავიდა, სადაც დაიბადა. არანაირ სამსახურს არ თაკილობდა იმისთვის, რომ ბინის ქირა გადაეხადა. პარალელურად არასდროს აკლდებოდა ღამის კლუბებში გამართულ შოუებს. 

ჯგუფი "NIRVANA’’ შეიქმნა ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში. პრეზენტაციის შემდეგ გრანდიოზული ლოთობა გაიმართა. ჯგუფი ტურნეში ამერიკასა და კანადაში გაემგზავრა. კურტის გიტარას ეწერა: "ვანდალიზმი მშვენიერია, როგორც სახეზე კოპის წარმომშობი ჩათხლეშილი ქვა"... ტურნეს მენეჯერი დარწმუნებული იყო, რომ ასეთ ჯგუფთან ბევრი თავგადასავალი ელოდა. 

"NIRVANA’’ –ს წევრებს "საბ-პოპთან" თანამშრომლობისას სულ რამდენიმე ინტერვიუ ჰქონდათ მიცემული, ხოლო მას შემდეგ, რაც ჯეფენთან დაიწყეს თანამშრომლობა, თითოეული წევრი დღეში 6-6 ინტერვიუს იძლეოდა. ბიჭები მალევე მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, თუმცა დისკების გაყიდვაში ძალიან ეხმარებოდათ. ორი თვის შემდეგ ყველა ჟურნალ-გაზეთი მათზე წერდა. 

ამ პერიოდში კორტნიმდე მივიდა ხმები თითქოს კურტს ენაზე მისი სახელი ეწერა. ეს ინფორმაცია ძალზედ სასიხარულო აღმოჩნდა გოგონასთვის, რომელსაც ოცნებად ჰქონდა გადაქცეული კურტისთან დაახლოება. კორტნი მიხვდა, რომ უნდა ეაქტიურა. იგი ტურნეში მყოფ ჯგუფს თვალყურს ადევნებდა და პროდიუსერს ყველა ქალაქში ურეკავდა, სადაც კი გაჩერდებოდნენ. დაასრულებდა თუ არა პროდიუსერთან საუბარს მაშინვე კურტს მოიხმობდა ტელეფონზე. 

12 ოქტომბერს "NIRVANA" ჩიკაგოს ერთ-ერთ კაბარეში კონცერტს ატარებდა, როდესაც ჰოლში მოულოდნელად კორტნი გამოჩნდა. პირველად სწორედ მაშინ აკოცა წყვილმა ერთმანეთს. კორტნი ტელეფონთან გაჩნდა და ლოს-ანჯელესში მეგობარს ახალი ამბავი ახარა. მოგვიანებით კორტნი და კობეინი სპირტიანი სასმელით სავსე ჭიქებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ. კორტნის რატომღაც თან საცვლებით სავსე ჩემოდანი ჰქონდა. ნასვამმა კურტმა მაიმუნობა დაიწყო, საცვლებს იზომებდა და ხალხს აცინებდა. ისინი ერთმანეთს ხალხის თვალწინ ეალერსებოდნენ, იქამდეც კი მივიდნენ, რომ კაბარედან გაყარეს. 

კარგად გაიყიდა ალბომი "Nevermind"-ი. ჯგუფის წევრები ვერც კი აცნობიერებდნენ თუ რას ნიშნავდა ეს წარმატება. რამდენიმე კვირაში მათი ახალი კლიპი უკვე "M-tv"-ზე ტრიალებდა. 

ერთ დღესაც კობეინი მშვიდად უყურებდა ტელევიზორს ,როცა მან ნახა სახეცვლილი NIRVANA -"ნუთუ ეს მე ვარ?!" შემდეგ გაირკვა, რომ 60-იან წლებში ჩამოყალიბებულ კიდევ ერთ ჯგუფს ერქვა "NIRVANA". საქმე სასამართლომდე მივიდა. საბოლოოდ "ბიძებმა" სახელი 50 ათას დოლარად დათმეს. 

თავდაპირველად "NIRVANA"-ს კონცერტებზე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები დადიოდნენ, შემდეგ კი სტუდენტები, რომლებსაც ხმაურიანი მუსიკა, მეტალი და ღამის გათენება უყვარდათ. ახალი აუდიტორიის წინაშე ჯგუფი დიდ აღფრთოვანებას ვერ გამოხატავდა. ახალგაზრდები დადიოდნენ მათ კონცერტებზე, ყიდულობდნენ დისკებს, ეცვათ ისე, როგორც მათ კუმირებს. "NIRVANA"-ს საუკეთესო ალბომებია: "Bleach(1989)", "Nevermind", "Unpluqqed in New-York" , "Nirvana". 

"ჩემს ნერვებზე მოქმედებდა ისეთი მსმენელის მოსვლა, რომლებსაც ჩვენი მუსიკა ბოლომდე არ ესმოდა"-კურტ კობეინი. ერთ-ერთი კონცერტის წინ კურტს ქრონიკული ბრონხიტის შეტევა დაემართა და თავი ძალინ ცუდად იგრძნო. ექიმმა გასინჯა და ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნა, თუმცა არ გაუფრთხილებია რომ სასმელისაგან თავის შეკავება მოუწევდა. კონცერტის შემდეგ სოლისტი ჩვეულებისამებრ გვარიანად გამოთვრა. ცოტა ხანში თავი ძალიან ცუდად იგრძნო, ისეთ შეგრძნება დაეუფლა თითქოს ჭანჭიკები გადაყლაპა. მთელი ტურის განმავლობაში სმენა დაეხშო, ყურში თავისი ხმა აღარ ესმოდა. ამას ისიც დაემატა , რომ ხმაც დაკარგა. შუა სიმღერის დროს გიტარა გატეხა და მონიტორის დინამიკიც ზედ მიაყოლა. ხალხი ჯერ გაჩუმდა, შემდეგ კი ერთიანად სკანდირებდა: საშინელებაა, საშინელება! ჯგუფმა მალევე გამოასწორა სიტუაცია და დაკვრა გააგრძელა. 

კურტ დონალდ კობეინმა 1994 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სხეული დაწვეს და სამ ნაწილად გაყვეს. ერთი ნიუ-იორკში ბუდისტური ტაძრის თავზე მოაფრქვიეს, მეორე კი მდინარე "ვიშკაზე", მესამე ნაწილს კი დღემდე კორტნი ლავი ინახავს. მას დიდი ხანია სურს, რომ მეუღლის ფერფლს უფრო ღირსეული ადგილსამყოფელი მოუნახოს, მაგრამ ფანების ეშინია, რომლებიც ნებისმიერ სასაფლაოს აიკლებენ. 

კორტნი ლავი: “- მინდა ისეთ ადგილას დავკრძალო კურტი, რომ ადამიანებს შეეძლოთ მშვიდად მისვლა და მისი გახსენება. ცოტა ხნის წინ სიეტლიში ვიყვი და იმ სახლს ჩავუარეთ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ვერ წარმოიდგენთ რა სიგიჟეები ვნახე. რას არ აკეთებენ ეს ფანი ბავშვები - ირგვლივ უამრავი შპრიცი, ბოთლი და ხეებზე ამოკვეთილი წარწერებია.“ 

ამჟამად ლოს-ანჯელესში იღებენ ფილმს კურტ კობეინზე, რომელიც მუსიკოსის მიერ მიცემულ დიდ ინტერვიუს ეფუძნება. 

“ჩვენ გვინდა კობეინი არა როგორც ზე-ფიგურა, არამედ ადამიანი; ფილმში ის თავად მოგვიყვება თავისი ცხოვრების ისტორიას.“- აღნიშნავს ფილმის რეჟისორი.

 

 

presa.ge

პუბლიკაციები
შემსრულებელი