საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
ელტონ ჯონმა ბავშვის აყვანა გადაწყვიტა

Reuters-ის ინფორმაციით, შაბათს, 12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და მის პარტნიორს დევიდ ფერნიშს, უკრაინის უპატრონო ბავშვთა სახლიდან ბავშვის შვილად აყვანა სურთ. 

მუსიკოსის სიტყვებით, 14 წლის ლევის შვილად აყვანის სურვილი მას, დონეცკის მხარეში მდებარე, ქალაქ მაკეევის ბავშვთა სახლის მონახულების დროს გაუჩნდა. „Корреспондент.net“-ის ინფორმაციით, ამ ბავშვთა სახლში შიდსით დაინფიცირებული ბავშვები ცხოვრობენ. ვიზიტი ერთობლივი კომპანიის „Дети плюс“ ჩარჩოებში ჩატარდა. მისი ორგანიზატორები იყვნენ: ელტონ ჯონის ფონდი „The Elton John AIDS Foundation“ - „EJAF“, ელენა ფრანჩუკის (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის - ლეონიდ კუჩმას ქალიშვილი) შიდსის საწინააღმდეგო ფონდი და ბრიტანული საქველმოქმეო ფონდი „The Big Lottery Fund“. 

მომღერალმა განაცხადა, რომ დღემდე არ სურდა ბავშვის აყვანა. „დევიდს დიდი ხანია ბავშვის აყვანა უნდოდა, მაგრამ მე, ჩემი მუდმივი მოგზაურობის და ასაკის გამო თავს ვიკავებდი. მე ხომ 62 წლის ვარ.“ - ამბობს ის. მიუხედავად ამისა, პატარა ბიჭმა „მომღერლის გული დაიპყრო“ და მას აზრი შეაცვლევინა. 

შიდსით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და უპატრონო ბავშვთა სახლის მონახულება პირველი აქცია არ არის მომღერლისთვის. 2007 წელს მან კიევში უფასო კონცერტი გამართა, რომლის მიზანიც უკრაინაში შიდსის პრობლემაზე ყურადღების გამახვილება იყო.

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) 

სიახლეები
შემსრულებელი