საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
ჩემი სიმღერები დღიურს ჰგავს - და მეც ამათგან ვიქმნები...

ამერიკელმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა უამრავი ადამიანის გული დაიპყრო: ჩაწერა არაჩვეულებრივი ალბომები, გამართა უამრავი კონცერტი - ამდენი კონცერტი არც ერთ 20 წლის არტისტს არ ქონია პრაქტიკაში და ფილმშიც კი ითამაშა.  
 
ტეილორი აღიარებს, რომ სახლში 500-მდე სიმღერა აქვს და ვერაფრით ახერხებს მათ ჩაწერას. „გულწრფელად ვამბობ, რომ სიმღერები რამდენიმე წელი მეყოფა. ჩემი სიმღერები დღიურს ჰგავს - და მეც ამათგან ვიქმნები... თუ შეყვარებული დამშორდება, უკანაკსნელ სიტყვას მე ვამბობ!“ - უამბო ინტერვიუში ტეილორმა ჟურნალს „Oops!“. 

სხავათაშორის, გაქირავებაში 11 თებერვალს ფილმი „წმინდა ვალენტინის დღე“ გამოვიდა, რომელშიც ტეილორი მსახიობ ტეილორ ლოტნერთან ერთად თამაშობს... თუმცა, სულაც არ იზიდავს კინოკარიერა: - „სულაც არ მინდა კინო-ვარსკვლავი გავხდე“...

პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს... ვერ ააწყო, რადგან ხელს კარიერა უშლის... „თუ ვინმეს ვხვდები, ეს ყოველთვის ურთიერთობის განწყობაა. მეზობელსაც კი რომ ვხვდები, ყოველთვის ისე გამოდის, რომ ის სახლის ერთ მხარესაა, მე - მეორე მხარეს... და ერთმანეთთან მივფრინავთ სტუმრად... სერიოზული ურთიერთობა ძალიან რთულია - ყველაფერი უნდა დაგეგმო, მე კი უკვე ნახევარი ცხოვრება მაქვს დაგეგმილი. ერთადერთი გამოსავალია რომ ეს ყველაფერი მივატოვო!“
   
   

იცოდით, რომ... 

- ტეილორ სფიტი გიტარაზე 12 წლიდან უკრავს.

- გოგონას პირველი ალბომი BillBoard-ის ჰიტ-აღლუმზე მესამე პოზიციაზე მოხვდა.

- ტეილორი უამრავ ტვ-შოუში იყო მიწვეული... მაგალითად, „Good Morning America“, „The Tonight Show with Jay Leno“ და „Fox & Friends“.

- თურმე, ტეილორს მომღერლებაზე მეტად, დეტექტივობა სურდა...

- მისი საყვარელი წელიწადის დრო ზაფხულია.

- აღმერთებს „ჩიზკეიკს“ (ღვეზელი ყველით)...

- ტეილორის სიმაღლე 180 სმ-ია!

- მისი პირველი სიმღერაა „Lucky You“, მეორე - „The Outside“.

- საყვარელი ფილმი - „რეალური სიყვარული“.

- ადამიანებში ის გულწრფელობას და იუმორის გრძნობას აფასებს.

- მისი საყვარელი სიმღერაა ტიმ მაკგროუს „Can’t Tell Me Nothin“.

- ჰობი - ავტომობილის მაღალი სისწრაფით მართვა.

- საყვარელი დღესასწაული - შობა.

- საყვარელი ფერი - თეთრი. „ვიცი მოწყენილობაა, მაგრამ ახალა წარმოიდგინეთ თეთრი ქვედაბოლო, რომელსაც ქარი აფრიალებს...“ - ეს მისი სიტყვებია მოწყენილობის ჟამს...

განახლებული ინფორმაცია MySpace-ზე:


- მე ვარ გოგონა, რომლის საუკეთესო მეგობარი გიტარაა. სიმღერებს ყველაფერზე ვწერ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.

- სკოლა 2008 წელს დავამთავრე.

- Twitter-ზე ჩემი ნიკია - Taylorswift13

- თავისუფალ დროს სამზარეულოში კულინარული ექსპერიმენტების ჩატერება და ადამინებისთვის წერილების მიწერა მიყვარს.

- ძალიან მიყვარს ადამიანები, რომელთაც ჩემი მუსიკა უყვართ.

- ჩემი მეორე სახელი - ელისონი.

- ჩემი საყვარელი ჩაცმულობაა მსუბუქი ქვედაბოლო და კოვბოის ჩექმა...

- ბედნიერების დროს ვტირი...

- ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც ხვდები, რომ წინ უნდა წახვიდე. ეს სიბრძნე ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე.

- უამრავი სამაჯური მაქვს და ძალიან მიყვარს მათი გაკეთება.

- ვაღმერთებ შავ-თეთრ ფოტოებს. ისინი ყველგან მიკიდია!

- მიყვარს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ თავზე გაცინება.

- მიყვარს უცნაურ დაავადებებზე წიგნების კითხვა და თუ რომელიმე ჩემს მეგობარს თავი ასტკივა, სულ ცოტა 12 მიზეზსვნახულობ, რის გამოც შეიძლება ტკივილი იყოს გამოწვეული. ეს პარანოიას გავს...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი