საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
ბიონსე - წვრილმანი სერიოზული ამბები

ტალანტი

ჯერ კიდევ ბავშვი იყო საეკლესიო გუნდში რომ მღეროდა. რამდენიმე წელში კი, ბიძაშვილთან - კელი როულენდთან და მიშელ უილიამსთან ერთად, ჯგუფი „Destiny's Child“ შექმნა. ჯგუფის მენეჯერები ბიონსეს მშობლები იყვნენ. მალე ისინი უიტნი ჰიუსტონმა შეაჩნია და ასე დაიწყო ზღაპარი...
 
კარიერა

ბიონსეს ჯგუფის დებიუტი 1990 წელს შედგა. 1997 წელს, ჯგუფს სიმღერამ „No, No, No“ ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა. მათი ალბომები ჰიტ-აღლუმებს იპყრობდა. 
 
მიუხედავად ჯგუფის წარმატებისა, გოგონა მათ 2001 წელს, სოლო-კარიერის მოსაწყობად გამოეყო... 2003 წელს ბიონსემ პუბლიკას სადებიუტო ალბომი „Dangerously in Love“ წარუდგინა. ალბომს სხვა სხვა წარმატებული სოლო-ალბომები კვალდაკვალ მოჰყვა... 

შარმი

განუმეორებელ შარმს მისი მიმზიდველი ფიგურა და დიდი საყურეები ქმნის... 

პირადი ცხოვრება

რეპერთან „Jay-Z“ სამწლიანი რომანი განშორებით დასრულდა...

ციტატები

მე მსურს, რომ ხალხმა იმას უსმინოს, რასაც მე ვუსმენ. მსურს, მათზე ისეთმა მუსიკამ მოახდინოს გავლენა, რომელშიც ჯაზი ძალიან ფრთხილად გადადის ჰიპ-ჰოპში. ჩემი ნიჭი პირდაპირ ჩემი გულიდან მოდის და ამიტომაც, მსურს ეს ხალხმა გაიგოს... ვიცი ადამიანებს ვუყვარვარ როგორც ვარსკვლავი. ეხლა კი მსურს, როგორც მსახიობი ისე შემიყვარონ...“

„სიმღერა „Bootylicious“ რომ დავწერე, წონაში საკმაოდ მომატებული ვიყავი. ადამიანები, რომლებიც ჩემს ირგვლივ იყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვიშორო ზედმეტი კილოგრამები... მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ასეთი რამეების ფიქრით თავი არ უნდა დამეღალა... უბრალოდ, უნდა დაივიწყო, რას ლაპარაკობს ხალხი!“

„ერთადერთი, რაც პრობლემების გადაჭრაში დამეხმარა, შემოქმედების შექმნა იყო... მას ხომ არავინ კიცხავს...“
 
წვრილმანი სერიოზული ამბები

ის ყოველწლიურ პოპ-მუსიკის ავტორების კონკურსის „ASCAP Pop Songwriter of the Year Award“, პირველი აფრო-ამერიკელი და ზოგადად, მეორე გამარჯვებული ქალბატონია. 

ჰყავს პატარა და - სოლანჟი

ჰყავს საყვარელი კატა - „Master P“

აქვს ალერგია პარფიუმზე...

დაღლილობის მოსახსნელად ბიონსე ხატავს… 

მიუხედავად მისი იმიჯისა, მომღერალი ღრმადმორწმუნეა, ღმერთთან ურთიერთობას ძალიან პირადულად მიიჩნევს და არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ აპირებს... 

ის ირწმუნება, რომ ცხოვრებაში სულაც არ არის ისეთი, როგორიც სცენაზეა...

 

www.radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე  არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი