საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
ნინო ჩხეიძეს ქმართან კრიზისული პერიოდები არ ჰქონია

ნინო ჩხეიძემ ჟურნალ სარკესთან მიცემულ ინტერვიუში მის შემოქმედებაზე, ბრენდზე და პირადზე ისაუბრა.

ნინო ცხოვრების მთავარ მიღწევად ოჯახს და ბრენდ „ნინო ჩხეიძეს“ მიიჩნევს. ამ ეტაპზე ახალ ალბომზე მუშაობს, საკუთარი ინტერნეტრადიო, ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა და არ ადარდებს, თუ დღეს მას კონცერტებზე აღარ ეპატიჟებიან. ახლა მისი ძირითადი მიმართულება ალბომების გაყიდვა და კორპორატიული ღონისძიებებია.

ნინო და მისი ქმარი, გიორგი კორახაშვილი, ბიზნესშიც ერთად არიან. როგორც ნინო ამბობს, იმდენად ჩართულები არიან სხვადასხვა საქმეში, რომ პრობლემებზე ფიქრისთვის დრო არ რჩებათ, ამიტომაც მათ 12 წლიან ოჯახს კრიზისი არასოდეს შეხებია.

– ნინო, ახლახან 33 წელი შეგისრულდათ. ამ გადასახედიდან, რა შეცვალა წლებმა?

– თუ 2 წლის წინ ავტომატურად ვაკეთებდი რაღაცას, ახლა მეტად ვფიქრობ, გადადგმულ ნაბიჯს რა მოჰყვება. წლებმა გამოცდილება შემძინა. ბევრი რამ გადავაფასე და შემიძლია ვთქვა, რომ დაღვინებული ვარ. არის რაღაცეები, რისი კეთებაც დავასრულე და ახლა ახალი ნაბიჯების გადადგმის დროა. მინდა, წინ წავიდე.

– დაბადების დღეზე ქმრისგან რა საჩუქარი მიიღეთ?

– ორი კვირით ადრე კანში ვიყავით, ერთ–ერთ მაღაზიაში "შანელის" სათვალე მომეწონა და მიყიდა, თან მითხრა, ეს იქნება ჩემი დაბადების დღის საჩუქარიო. კანში კორპორატიული კონცერტი მქონდა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მეორე დღეს, როცა ქალაქის დასათვალიერებლად წავედით, კანის კინოფესტივალის დაჯილდოებაზე აღმოვჩნდით. მართალია, ამ ცერემონიალს ქუჩიდან ვადევნებდით თვალს, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მსგავსი რამ მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებში მინახავს. ძალიან ბევრ ქვეყანაში და ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს, კანი სიცოცხლით სავსე ქალაქია. რომ ჩამოვედი, ვამბობდი, კანი ჩემი ქალაქია–მეთქი.

– 30 წლის ზემოთ ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თავის მოვლას, ბევრი ცხოვრების წესსაც აბსოლუტურად ცვლის. თქვენ როგორ იქცევით?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე მეტ დროს ვუთმობდი საკუთარი თავის მოვლას, ვმეტიჩრობდი. ადრე თუ ღამეებს ვათენებდი სალონებში, ახლა ამ ყველაფერს თავს ვარიდებ. ვთვლი, რომ ჩემს ასაკში სპორტული ცხოვრება, ვარჯიში უფროა საჭირო.

– ცვლილება თქვენს გარდერობსაც ხომ არ დაეტყო?

– კედების და მაისურების ჩაცმა დავიწყე, თუმცა არ ვთვლი, რომ ჩემს ასაკს ეს სტილი არ შეეფერება. საერთოდ, ჩემს ჩაცმულობას ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ, არ მომწონს, როცა ასაკის შეუსაბამოდ აცვიათ. 33 წლის ქალს კიკინები რომ უკეთია, სასაცილოა.

– თქვენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?

– ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, გავხსენი ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ყველა მსურველს შეეძლება სიმღერების ჩაწერა, ამავე სტუდიაში იქნება საბავშვო ხმის ჩამწერი სტუდიაც. გავაკეთე ინტერნეტრადიო "ნინო ჩხეიძე", სადაც ჩემს სიმღერებს 24 საათის განმავლობაში მოუსმენენ. იქ მე ვიქნები მასპინძელი, იქნება სატელეფონო ჩართვები, ვუპასუხებ ყველანაირ კითხვას. ეს მსმენელთან კომუნიკაციას გამიადვილებს.

– თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზეც გვიამბეთ. თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წყვილმა სიყვარული შეინარჩუნოს?

– რომ გითხრათ, რაიმე რეცეპტი მაქვს ან რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებთ ოჯახის შესანარჩუნებლად–მეთქი, მოგატყუებთ. მე და გიორგი მხოლოდ ცოლ–ქმარი კი არ ვართ, არამედ პარტნიორები, მეგობრები. იმდენად ვართ ჩართული საქმეში და იმდენად გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, ურთიერთობებში პრობლემები არ გვექმნება. ჩვენ რომ მარტო ცოლქმრობა გვაკავშირებდეს, აუცილებლად გვექნებოდა კონფლიქტი, რადგან ჩემი ცხოვრების რეჟიმი არ არის ადვილი ასატანი. მაქვს კონცერტები, საზღვარგარეთ კორპორატიული საღამოები, ამ ყველაფერს კი ჩვენ ერთად ვაკეთებთ. ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ბევრი კაცი ამას ვერ აიტანდა, მაგალითად, ცოლს დაუშლიდა გადაცემის გადაღებაზე წასვლას და სხვა. გიორგი კი კაცების ასეთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ეს კი დიდ სიყვარულს და პატივისცემას წარმოშობს.

– კრიზისული ეტაპები გქონიათ?

– 12 წელია მე და გიორგი ცოლ–ქმარი ვართ და ერთხელ არ მახსოვს, ურთიერთობაში კრიზისი გვქონოდა. სანამ გავთხოვდებოდი, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი.

– ახლა არაჩვეულებრივად ცხოვრობთ?

– დიახ. მანამდე არ მქონდა მყარი "მინდა", არ ვიცოდი, ვინ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ ვიყავი ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და შემდეგ გათხოვდა. გიორგისთან ერთად კი დავიწყე ცხოვრების აშენება და მაშინ მივხვდი, ვინ უნდა გამხდარიყო ნინო ჩხეიძე. გიორგიც იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც ჰქონდა თავისი საქმე... მას მერე ჩვენ ბევრი ეტაპი გავიარეთ ერთად და ყველა ეტაპზე ჩვენი ცხოვრება იყო მრავალფეროვანი – ერთ ეტაპზე სიმღერებს ვაკეთებდით, მეორე ეტაპზე ბიზნესით დავკავდით, მერე რესტორანი გავაკეთეთ ახალციხეში. ასე რომ, ჩვენ კრიზისული პერიოდებისთვის არ გვეცალა.

– დიდი დრო დაგჭირდათ, რომ შეგექმნათ "ნინო ჩხეიძე"?

– ალბათ 10 წელი წაიღო ამ ყველაფერმა. დღე და ღამე ვმუშაობდით, მაგრამ შენი საქმე როცა გიყვარს, მაშინ დროს აღარ ითვლი. წარმატებისთვის დიეტასაც კი სიამოვნებით ვიცავ, რადგან უფლება არ მაქვს, ფორმაში არ ვიყო. ეს საქმე რომ არ მიყვარდეს, ასეთი თავგანწირვა ალბათ გამიჭირდებოდა.

– თვლით, რომ ბრენდი "ნინო ჩხეიძე" თქვენმა ქმარმა შექმნა?

– რომ არა ჩემი ინდივიდუალიზმი, მონდომება, შრომა, არაფერი გამოვიდოდა, თუმცა იმასაც გეტყვით – რომ არა გიორგი, ბრენდი "ნინო ჩხეიძე" არ იქნებოდა. ჩემს წარმატებაში მან ძალიან დიდი როლი ითამაშა.

– როგორი დედა ჩამოყალიბდა თქვენგან?

– ეს მარიკოს უნდა ჰკითხოთ, რომელიც უკვე 10 წლის გოგოა. ყველაფერში მომთხოვნი ვარ. გულწრფელად გეტყვით, არ ვარ იმით კმაყოფილი, როგორი დედაც ვარ. მარიკომ იცის, რომ არ ვარ სტანდარტული დედა. მარიკო ჩემს მშობლებთან იზრდება და წლები გვიჩვენებს, თუ როგორი დედობა გავუწიე მას.

– მარიკო არ გსაყვედურობთ, რომ ბებიასთან იზრდება და არა მშობლებთან?

– არ მსაყვედურობს. მარიკოსთვის სტიმული ვარ, ცდილობს, უფრო კარგად ისწავლოს, ვიდრე სწავლობს, არ უნდა, რომ შემარცხვინოს. ჩემი საქმე მოსწონს და მისთვის მისაბაძი გოგო ვარ.

– არ დადგა დრო, იფიქროთ მეორე შვილზე?

– რაც ასაკი მემატება, ჩემში მით უფრო იღვიძებს დედური ინსტინქტები. ძალიან მინდა, მეორე შვილი, მაგრამ ერთი–ორი წელი ჩემს საქმეს ყურადღებას ვერ მოვაკლებ, ვერ მოვდუნდები. მეორე შვილის გაჩენას 35 წლის ასაკში ვაპირებ.

– როგორ ანაწილებთ დროს საქმისთვის და ოჯახური ცხოვრებისთვის?

– ბევრი დამხმარე მყავს, ჩემი მშობლები მარიკოს აღზრდით არიან დაკავებული, სტუდიაშიც მეხმარებიან, მოკლედ, ყველა გვერდში მიდგას იმისთვის, რომ ვიყო ნინო ჩხეიძე. მარტო ვერაფერს შევძლებდი.

– მას შემდეგ, რაც ახალი პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში, გეპატიჟებიან კონცერტებზე? ჩრდილში ხომ არ მოექეცით?

– იცით, რა, ალბათ ასეა, თუმცა ამას არც განვიცდი და არც ვფიქრობ. არ მაინტერესებს, მიმიწვევენ თუ არა კონცერტებზე. რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, არც ერთ კონცერტზე გამოვჩენილვარ, მაგრამ ეს არ არის უბედურება, ისედაც არასდროს ვყოფილვარ ამით განებივრებული. ჩემს რეპერტუარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე არ ვაწყობ. ჩემი სიძლიერე არის ხალხი. თბილისში ისეთი კონცერტები არ ტარდება, რომ უბედურება იყოს, თუ იქ არ დაგიძახებენ. საზღვარგარეთ მაქვს კორპორატიული შეკვეთები, მეძახის "რუსთავი 2", "ვანოს შოუ" 1პროფილი“ და ეს ჩემთვის საკმარისია. რასაც ვაკეთებ, ეს სააშკარაოზე გამოდის.

წელს საახალწლო კონცერტი თბილისის მერიამ ჩაატარა და დამიძახეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ბევრი პრივატღონისძიება მქონდა და დროს ვერ ვანაწილებდი. რაც შეეხება 26 მაისის კონცერტს, არ დამპატიჟეს, მაგრამ, არ ვიცი, რის გამო... ბოლო პერიოდში ჩემი კოლეგები უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე ადრე.

– ეს რამ განაპირობა?

– არ ვიცი და არც მაინტერესებს. ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს რეიტინგს და როცა რეიტინგი არ მაქვს, სხვანაირად ვმუშაობ.

– როგორ ხვდებით, როდის გაქვთ რეიტინგი და როდის – არა?

– რადიოს ვუსმენ, შეტყობინებებს ვკითხულობ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვარ ჩართული... როდესაც ტელეშოუში მიწვევენ, ვკითხულობ, ჩემს ეპიზოდს როგორი რეიტინგი ჰქონდა. ამიტომაც ვამბობ, რომ 24 საათი ვმუშაობ ნინო ჩხეიძეზე. მიხარია, რომ ჩემ შესახებ ცუდი არ იწერება. რამდენიმე ხნის წინ გადაცემა "თბილისი ლაივში" გამომიგზავნეს შეტყობინება, შე დუქნის მომღერალო, "მარშრუტკა" არ მოგშორდესო. მაგრამ რა არის იმაში ცუდი, თუ მიკროავტობუსების მგზავრები მისმენენ? ამ ყოველივეს შეურაცხმყოფელად არ ვიღებ, იმ ადამიანს, ვინც ასეთ რამეს მწერს, რატომ ჰგონია, რომ ვინმეზე მეტია?

სოციალურ ქსელში დაბადების დღე იმდენმა ადამიანმა მომილოცა, იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რომ მივხვდი, ძალიან გამიმართლა. როცა ხალხს უყვარხარ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

 

სიახლეები
შემსრულებელი