საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
„ვაი, თქვენს პატრონს“ - სოფო ნიჟარაძის პასუხი სტატიის ავტორს

მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე სკანდალურ დოკუმენტებს ავრცელებს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა თანხებს იღებდნენ 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან სააკაშვილთან დაახლოებული მომღერლები, მსახიობები და კულტურის სხვა მუშაკები. მისი განმარტებით, ძველი მთავრობისდროინდელი სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, გურამ ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით განაგრძობს მუშაობას.

ამასთან დაკავშირებით სოფო ნიჟარაძე ფეისბუქის მის გვერდზე კომენტარს აკეთებს: „დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: „ვაი, თქვენს პატრონს“…

რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობს?

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, „ვერის უბნის მელოდიების“ და „ქეთო და კოტეს“ ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი „სამართლიანობის აღდგენა“, მთავარია, რომ „თავისუფლად ვსუნთქავთ“ და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!“

radio.ge

სიახლეები
შემსრულებელი