საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
მუსიკას ჩემთვის მეტი მნიშნვნელობა აქვს ვიდრე სიტყვებს...

მისი საყვარელი წიგნია „ოსტატი და მარგარიტა“. ანიმაციური ფილმი „ზღარბი ნისლში“, რომელსაც ძალიან ჰგავს მისი პირველი ვიდეორგოლი „Human Behavior“... ბიორკი - ამოუცნობი, ექსტრემალური და ყველასთვის საყვარელი შემსრულებელია...
 
- თავი ალტერნატიული მუსიკალური კულტურის წარმომადგენლად მიგაჩნია?

- გააჩნია ადამიანს. მიყვარს მრავალფეროვნება. მაგალითად, თუ რამდენიმე ბანანის სახეობაა, ვცდილობ ყველა გავსინჯო.

- ამ ბოლო პერიოდში რომელ ფირფიტებს უსმენთ?

- მე მუსიკალური მანიაკი ვარ: თუ რამე მომეწონება ძალიან ბევრჯერ ვუსმენ და მერე საერთოდ აღარ ვრთავ. ამჟამადაც არაფერს ვუსმენ.

- ალბომზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავ, რომ მისი შექმნის დროს გსურს, ის МР3 ფორმატში ჟღერდეს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შენი მუსიკის ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგი არ ხარ?

- ბგერებს დიდ ყურადღებას ვაქცევ და მიმაჩნია, რომ მუსიკა - ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იცვლება. ჩაწერის დროს ბევრი ჟანგბადი მჭირდება და საერთოდ საშინელებაა, როდესაც კომპიუტერს ხსნი და იქ სიჩუმე გხვდება.

- როგორ სამზარეულოს ანიჭებ უპირატესობას?

- ცხოვრებაში ექსტრემისტი ვარ. სხვადასხვა პერიოდები გავიარე. ახლა საერთოდ სხვა პერიოდი მიდგას.... მაგალითად თევზის მომზადების ხასიათზე ვარ...

- ცოტა რამ გვიამბეთ თქვენს თანამშრომლობაზე მადონასთან...

- მადონამ მისთვის ალბომის დაწერა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მიმაჩნია, რომ სიმღერები თავად უნდა დაწეროს მთელი გულით. შემდეგ ჩემს კონცერტზე მოვიდა და მე დავთანხმდი მისთვის ერთი სიმღერის შექმნაზე.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ალბომის შექმნისას რომელიმე ავანგარდული ან ძალიან ექტრავაგანტული მუსიკალურ იდეაზე უარი გითქვამთ?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი რამე იდეაზე იყოს დაფუძნებული. იქიდან რა გამოვა ამას ალბომის გამოსვლის შემდეგ გავიგებთ... მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ ამა თუ იმ კომპოზიციის ადგილი. ხანდახ ხდება, რომ რომელიმე სიმღერა იდეის ჩარჩოებიდან ვარდება, ზოგი კი იმდენად ძლიერი გამოდის, რომ მთელ საკონცერტი ფირფიტას „იპყრობს“. იმისათვის კი, რომ ალბომი სრულყოფილი გამოვიდეს, რამდენიმე კომპოზიციის ამოღება აუცილებელი ხდება ხოლმე.

- ვიდეორგოლებში რეჟისორებს ყველაფრის უფლებას აძლევთ; მათ შორის თქვენი დამახინჯებისაც. როგორ უყურებთ თქვენს შინაგან სამყაროს?

- თავდაპირველად, როდესაც ვიდეოს ვარჩევთ, მასზე ვსაუბრობთ და არა ჩემზე. ზოგი ვიდეო ბევრ თმას მოითხოვს, ზოგი სველ თმას, ზოგიც... ჩვენ ვცდილობთ განახოთ რა ემოციებია სიმღერაში და ყველაზე ნაკლებად ის მაინტერესებს, თუ როგორ გამოვიყურები მასში...

- მშობლიურ ენაზე რომ არ მღერით რთული არ არის თქვენთვის? არ არის ისეთი ემოცია, რომელსაც ირლანდიულ ენაზე უკეთესად გადმოსცემდით?

- გამიმართლა, რადგან ყველაფერი პანკობით დავიწყე. როდესაც ისლანდიაში პანკი ვიყავი, ქვეყანაში ერთადერთი „ცოცხალი“ ჯგუფი ინგლისურად მღეროდა. შემდეგ ისლანდიურ მუსიკაში მუსიკალური რევოლუცია მოხდა - ჩვენ ვმოგზაურობდით მთელ ევროპაში ავტობუსებით უბილეთოდ, რადგან ფული არ გვქონდა, ვმღეროდით ისლანდიურად და ამით ძალიან ამაყები ვიყავით. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვიფიქრე, რომ არც ისე ცუდი იქნებოდა ინგლისრადაც მემღერა. ყოველთვის ისლანდიურად ვსაუბრობ და ჩემის სიმღერების უმრავლესობაც ამ ენაზეა შექმნილი. მშობლიური ენა საშუალებას გაძლევს ემოცია და გრძნობა უკეთესად გამოხატო. მაგრამ, თუ მსურს რომ ადამიანებს ჩემი ესმოდეთ, მაშინ ინგლისურს ვანიჭებ უპირატესობას. როდესაც მსურს, რომ ამოუცნეობი და იდუმალი დავრჩე, მაშინვე ისლანდიურ ენას მივმართავ... ისე, სიმართლე გითხრათ, მსურს ადამიანები ჩემი მუსიკით მაფასებდნენ.... მაშინ როდესად სიტყვები საჭირო აღარ იქნება... არასწორედ არ გამიგოთ. ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით პოეტები არიან, პატივისცემას იმსახურებენ. მე არ ვარ პოეტი - ამიტომაც მუსიკას ჩემთვის მეტი მნიშნვნელობა აქვს ვიდრე სიტყვებს. მათთვის ვინც სიტყვებს უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ სამი აკორდია მუსიკის შესაქმნელად საჭირო. ჩემთვის ყველაფერი პირიქითაა...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება

პუბლიკაციები
შემსრულებელი