რიკი მარტინი და შაკირა „ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014“-ზე იმღერებენ
„ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014“ არა მხოლოდ სპორტის გულშემატკივრების ინტერესს იწვევს, არამედ მასში ბევრი მელომანია ჩართული. ცნობილია, რომ ღონისძიებისთვის ყოველთვის იქმნება ჰიტები, ჩემპიონატის გახსნაზე და დახურვაზე სხვადასხვა ვარსკვლავები მღერიან.
რიკი მარტინი მომავალ წელს სეზონის მთავარ საფეხბურთო ჰიტს შეასრულებს. პოპულარულ მომღერალს ამის გამოცდილება უკვე აქვს - 1998 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა.
რიკის გარდა, ღონისძიებაზე გამოვა შაკირაც. ორგანიზატორებმა ამჯერად გამოცდილი ვარსკვლავები შეარჩიეს - შაკირა მღეროდა 2006 და 2010 წლებშიც.
„ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014“ ბრაზილიაში 2014 წლის 12 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

radio.ge |