ლედი გაგამ „Artpop“-ის ქავერის ფოტო გამოაქვეყნა
ეპატაჟურმა ლედიმ ახალი ალბომის „Artpop“ ქავერის ფოტო გამოაქვეყნა. პრეზენტაცია პოპ-დივას ოფიციალურ გვერდზე შედგა. დისკის ფოტო ლედის „მრავლისმთქმელი“ სიშიშვლით ტვიტერზეც გაჩნდა წარწერით: „ერთი წამიც და მე კუნსი ვარ, კუნსი - ეს მე ვარ!“
ჯეფ კუნსი ამერიკელი მხატვარია, რომელიც თანამედროვე ჟანრში მუშაობს. სწორედ მას ეკუთვნის ფირფიტის ქავერი.

radio.ge |