ლედი გაგა ადამ ლევინს დაუპირისპირდა
ლედი გაგას და ადამ ლივაინს შორის უთანხმოებაა. ყველაფერი ტვიტერზე დაიწყო. დიალოგში ვარსკვლავებს არც უხსენებიათ ერთმანეთის სახელები, თუმცა მიკრობლოგის მკითხველი კარგად მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი...
„თუ ძველ ხელოვნების ნიმუშებს გადაამუშავებ და მათ ახალ თაობას აჩვენებ, ეს არ ნიშნავს, რომ არტისტი ხარ. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ხატვის მასწავლებელი ხარ“ - წერს 34 წლის ლივაინი, რომელიც შოუს The Voice ვარსკვლავთა წარმომადგენელია
სოციალური ქსელის მომხმარებლები მიხვდნენ, რომ ადამი მის კომენტარში გაგას ახალ ვიდეოს Applause გულისხმობდა. მისი აზრით, აუდიტორიის დასაპყრობად კარგი მუსიკის დაკვრაც კი საკმარისია. „მე მიყვარს პოპ-მუსიკის დაკვრა და შექმნა ჩემი თავისთვის და ირგვლივ მყოფებისთვის. სულ ეს არის. არ არის აუცილებელი მისი გაყიდვა განსაკუთრებულ სოუსთან ერთად“.
ამ ყველაფერში ლედის სახელი არ თქმულა, თუმცა 27 წლის ვარსკვლავმა ეს კრიტიკა თავის თავზე მიიღო და უპასუხა: „აქ არტ-პოლიცია გვყოლია!“.

radio.ge |