ლედი გაგა ბიონსესთან თანამშრომლობისთვის მზად არის
ლედი გაგას ბიონსესთან თანამშრომლობა მესამედაც სურს. ადრე მომღერლებმა ერთად ჩაწერეს „Video Phone“-ის განახლებული ვერსია და ჰიტი „Telephone“.
გადაცემაში „Watch What Happens Live“ ლედიმ ფანის კითხვაზე ჩაწერდა თუ არა ბიონსესთან დუეტს, არტისტმა უპასუხა: „როდესაც ის გათავისუფლდება! ბიონსე ძალიან დაკავებულია! მე ნებისმიერ დროს მზად ვარ თანამშრომლობისთვის. მიყვარს ის. ერთად არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო. როდის უნდა დასრულდეს ტრილოგია „Paparrazi“ და „Telephone“ მალე მოვიფიქრებთ“.
ლედის ახალი ალბომი „ARTPOP“ 11 ნოემბერს გამოდის.

radio.ge |