საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
MTV Video Music Awards-2013 - შოუ და გამარჯვებულები

მუსიკალური დაჯილდოების MTV Video Music Awards-2013 ცერემონიალი პირველად ჩატარდა ნიუ-იორკში, ბრუკლინში.

როგორც გასულ წლებში, სადღესასწაულო ცერემონიალზე წელსაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ: მაილი საირუსი, ლედი გაგა, ქეთი პერი, სელენა გომესი, ტეილორ სვიფტი და სხვები. ცერემონიალი ლედი გაგამ გახსნა. „მონსტრების დედოფალმა“ ახალი სინგლი „Applause“ წარმოადგინა.

ნომინაციაში „საუკეთესო პოპ-ვიდეო“ გაიმარჯვა  სელენა გომესმა სიმღერით „Come and Get It“. მომღერალმა სამადლობელი სიტყვის შემდეგ გაფანტა ჭორები მისი და ტეილორ სვიფტის მტრობის შესახებ.

მაილი საირუსის სცენაზე გამოსვლისას რეტრო-სტილის „საცურაო კოსტუმით“ გამოვიდა. ლედი გაგამ კი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა კულისებში არ გასულიყო და ცერემონიალს პირდაპირ დარბაზიდან ადევნებდა თვალყურს  სასცენო კოსტუმით.

საინტერესო სანახავი იყო უილ სმიტი, რომელიც მთელი დროის განმავლობაში საღეჭ რეზინას ღეჭავდა...

ტეილორ სვიფტი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ქალის საუკეთესო ვიდეო“. ჯასტინ ტიმბერლეიკს გადაეცა მაიკლ ჯექსონის სახელობის ჯილდო კატეგორიაში „წლის საუკეთესო ვიდეო“. 

ნომინაციის „ზაფხულის საუკეთესო სიმღერა“ გამარჯვებულები გახდნენ ჯგუფი „One Direction“; ბრუნო მარსი კი დაჯილდოვდა კატეგორიაში „მამაკაცის საუკეთესო ვიდეო“.

MTV Video Music Awards 2013-ის გამარჯვებულები: 

„წლის ვიდეო“  - ჯასტინ ტიმბერლეიკი, Mirrors

„მამაკაცის საუკეთესო ვიდეო“ - ბრუნო მარსი, Locked Out Of Heaven 

„ქალის საუკეთესო ვიდეო“. - ტეილორ სვიფტი, I Knew You Were Trouble 

„ზაფხულის საუკეთესო სიმღერა“ - One Direction, Best Song Ever 

„საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეო“ - Macklemore & რაიან ლევისი, Can't Hold Us

„საუკეთესო პოპ-ვიდეო“ - სელენა გომესი, Come & Get It

„საუკეთესო როკ-ვიდეო“ - 30 Seconds To Mars, Up In The Air

„საუკეთესო თანამშრომლობა“ - P!nk და ნეიტ რუესი, Just Give Me A Reason 

 



radio.ge

სიახლეები
შემსრულებელი