ვის მიყვება ცოლად ლედი გაგა?
ლედი გაგა და მსახიობი ტეილორ კინი, რომლიც ცნობილი გახდა სერიალით „ვამპირის დღიურები“, ცოლ-ქმრულ უღელს პენსილვანიაში შეეჭიდებიან. ერთად გატარებული ორი წლის შემდეგ, შეყვარებულებმა ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს.
სკანდალურად ცნობილი ლედის ქორწილის შესახებ უცხოურ ტაბლოიდებს გაგას ახლო მეგობარმა, დიჯეი სთარლაითმა უამბო. ცერემონიის დეტალები ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. მხოლოდ ცნობილია, რომ წვეულება პენსილვანიაში მეგობრების და ნათესავების გარემოცვაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდება.

radio.ge |