საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
ქეთა თოფურიას ინტიმური პირადი

ცნობილია, რომ  ჯგუფ „А-Студио“-ს ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. თუმცა, ამჯერად მომღერალმა ტრადიციას უღალატა და ჟურნალს „OK!“ გულახდილი ინტერვიუ მისცა.

მედიაში უკვე არაერთხელ დაიბეჭდა ქეთას საიდუმლო ქორწინების შესახებ. გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა ბიზნესმენ ლიოვა გეიხმანს გაჰყვა ცოლად. ხმები კვლავ ჭორი აღმოჩნდა, ქეთა ნამდვილად დანიშნულია, მაგრამ ქორწილი არ ყოფილა.

„ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება იმიტომ არის პირადი, რომ საჯარო არ იყოს. საქართველოში ამბობენ, რომ ნამდვილ სიყვარულს მალვა უნდა... და აი ჩვენც ვცდილობდით, რომ დაგვემალა“ - გულწრფელად აღიარებს ქეთა.

მომღერალი აღნიშნავს, რომ ხელის თხოვნის მომენტი არასოდეს დაავიწყდება, დაკონკრტებისგან თავი შეიკავა, რადგან თვლის, რომ ეს პირადულია. თუმცა, ხასგასმით ამბობს, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო... ლიოვას ეს ძალიან ოროგინალურად გამოუვიდა...

თავად საქმრო  საკუთარ პერსონაზე ლაკონურად პასუხობს: დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, დაკავებულია საბანკო და საინვესტიციო საქმიანობით. უფრო დიდი ემოციურობით იხსენებს ქეთასთან პირველ შეხვედრას: „როდესაც ქეთა პირველად დავინახე, გავგიჟდი... დღემდე ეს სიგიჟე მომყვება. მაშინ ძალიან მომეწონა - ისეთი არარეალური იყო, ისეთი ლამაზი...“

„ჯერ კიდევ ვკამათობთ ქორწილის დეტალების შესახებ... იყოს თუ არა ცერემონია გრანდიოზული. ალბათ საბოლოოდ, ვიწრო წრეში აღვნიშნავთ. რადგან დიდ ქორწილში ყველა ერთობა შენს გარდა... ჩემი მეგობრები თავიანთ ქორწილებში ამბობდნენ, რომ დაიღალნენ... არ მინდა მეც ასე დამემართოს! მინდა ეს დღე დამამახსოვრდეს!“ - აცხადებს ქეთა.

შეგახსენებთ, რომ ქეთამ ჯგუფის „А-Студио“ სოლისტი პალინა გრიფიტსი 2005 წლის მარტიდან შეცვალა.

 

radio.ge

პუბლიკაციები
შემსრულებელი
 
Copyright © 2007, CAUCASUS ONLINE
Developed and Maintained by S-Web Design Studio.