საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
რიანამ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა

რიანა ჟურნალის „Elle“ აპრილის ნომრის ფოტოსესიის გმირია. რა თქმა უნდა ყველა ფოტო ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არაა, თუმცა, ვარსკვლავის რამდენიმე სურათის შეფასება უკვე შეგვიძლია. აქვე გთავაზობთ ვიდეოს ფოტოსესიიდან.

ფოტოგრაფის, მარიანო ვივანკოს ობიექტივში რირი კვლავ ულტრამოკლე ვარცხნილობითაა და Prada და Louis Vuitton-ის გრაფიკულ შავ-თეთრ სამოსშია გამოწყობილი... აღსანიშნავია, რომ მომღერალი ერთნაირად მომხიბლავია როგორც მოკლე, აგრეთვე გრძელ ლოკონებშიც...

რა თქმა უნდა ინტერვიუს ერთ-ერი მთავარი თემა მომღერლის და კრის ბრაუნის ურთიერთობაა. მიუხედავად კამათის და სკანდალური წარსულისა, ახალგაზრდა წყვილი კვლავ ერთადაა და დაშორებას არც გეგმავს.

„ჩემი სიმღერა „Stay“ იმის შესახებ გვიყვება, თუ რას გრძნობ, როცა ვინმე გიყვარს და სულა არ გინდა მასთან განშორება. ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ კრისი სწორედ ის ადამიანია, როლის მიმართაც ეს გრძნობა მაქვს“.

აღმოჩნდა, რომ რირი სულაც არ აქცევს ყურადღებას საზოგადოების მოსაზრებებს: „ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვსურს... ახლო მომავალში ბავშვის ყოლას ვგეგმავ და ამ პერიოდში უნდა დავისვენო. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება გასტროლებზე გავატარო. მინდა ვიყო ბედნიერი და ჯანმრთელი...

არავისი მეშინია საკუთარი დედის გარდა. ორი დღის წინ დამირეკა და შიშველი ფოტოების გამო მეჩხუბა... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სკოლის მოსწავლე ვარ და  მთელი კლასის წინაშე მეჩხუბებიან. დედა მეუბნება, რომ ძალიან პირადულს ვაქვეყნებ...“

მომღერალმა ისაუბრა აგრეთვე River Island-თვის შექმნილ კოლექციაზე: „დემოკრატიული მარკები ქუჩაში მოსიარულე ხალხზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე პოდიუმზე მდგარ მანეკენზე. მე შევეცადე მიქსი გამეკეთებინა. ვიმედოვნებ, გამომივიდა ისეთი რამე შემექმნა, რაც ყველას გამოადგება - თითოეული ტიპის ფიგურისთვის და ინდივიდისთვის...“

radio.ge

პუბლიკაციები
შემსრულებელი