ლედი გაგა ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა
ფეხებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ლედი გაგა იძულებული გახდა ინვალიდის სავარძლით გადაადგილდეს. სწორედ ამის გამო, მომღერალმა ტურნეს ფარგლებში რამდენიმე კონცერტი გააუქმა.
გასულ კვირას ლედი ჩიკაგოში დაცვასთან ერთად ინვალიდის სავარძლით შენიშნეს. ოფიციალურად კი ინფორმაცია მხოლოდ ახლა დადასტურდა.
ეპატაჟურმა ქალბატონმა ტვიტერზე ფოტო გაავრცელა, რომელიც სავარძლიდან აქვს გადაღებული. სურათს აქვს წარწერა: „ეს ემმაა“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხებთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, არტისტს პრობლემები აქვს ფინანსებთანაც - ტურნეს „Born This Way Ball“ ფარგლებში გადადებული კონცერტების გამო, ლედი მილიონებს კარგავს...

radio.ge |