54 წლის მადონა ახალი არომატისთვის გაშიშვლდა!
მადონამ მისი ახალი არომატის „Truth or Dare Naked“ სარეკლამო ბანერი წარმოადგინა. ახალი სუნამო ვარსკვლავის რიგით მეორე პარფიუმერული ნამუშევარია.
და რაღა თქმა უნდა პოპ-მუსიკის დედოფალმა საუკეთესო ტრადიცია არ დაივიწყა, ის რომლისთვისაც უყვართ და სძულთ კიდეც ერთდროულად და გაშიშვლდა! 54 წლის მომღერალი აუდიტორიის წინაშე დედიშობილა დგას, მკერდს კი სარეკლამო წარწერა უმალავს.
მიუხედავად იმისა, რომ შიშველი მადონა უკვე ცოტას თუ უკვირს, ქსელში მაინც დიდი გამოხმაურება მოჰყვა პროვოკაციულ ფოტოს. ერთ-ერთი ბლოგერი წერს: „... ამ ბებერმა საერთოდ დაკარგა თავი! საინტერესო იქნებოდა ამ აბსურდის ნახვა ფოტოშოპით დამუშავებამდე“.
radio.ge |