კურტ კობეინის შესახებ მუზიკლი არ იგეგმება
კორტნი ლავი ბრიტნი სპირსის ყოფილი მენეჯერის, სემ ლუფტის განცხადებას პასუხობს, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ის და ჯგუფის „Hole“ ვოკალისტი ერთად მუშაობენ მუზიკლზე, რომლიც ლივ და კურტ კობეინის ცხოვრებას ეძღვნება.
The Observer-თან მიცემულ ინტერვიუში Nirvana-ას ლიდერის ქვრივი აცხადებს რომ „კურტ კობეინის შესახებ არანაირი მუზიკლი არ იქნება და ეს უნდა ყველამ დაივიწყოს“.
ამ ბოლო პერიოდში კორტნი უარს აცხადებს ჯგუფის „Nirvana“ აქამდე უცნობი მასალის გამოქვეყნებაზე. კობეინის თაყვანისმცემლები კი, მას განსვენებული ქმრის შემოქმედებით სპეკულაციაში სდებენ ბრალს. „ვნანობ, რომ ისედაც ბევრი რამე გავყიდე, რაც კურტთან მაკავშირებდა, მაგრამ იმას, რაც დამრჩა არასოდეს გავიტან აუქციონზე არც პირდაპირ და არც გადატანითი მნიშვნელობით“ - აცხადებს ლივი.
radio.ge |