ყველაზე გაყიდვადი დისკები ცნობილია
დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა ყველაზე გაყიდვადი რელიზები, რომლებიც ოდესმე CD-ფორმატში გამოსულა.
ცნობილი გახდა, რომ შვედური ჯგუფის „Abba“ საუკეთესო სიმღერების ნაკრები სახელწოდებით „Gold: Greatest Hits“, სიის ერთპიროვნული ლიდერია. ალბომის გამოსვლიდან დღემდე ბრიტანელებმა ნამუშევრის 4 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს.
ლეგენდარული კოლექტივის შედეგების შემდეგ მოდის ადელი ალბომით „21“, რომლის გაყიდული რაოდენობა 3,5 მლნ-ს აღწევს. მესამე პოზიციაზეა ჯგუფი „Oasis“ ნამუშევრით „What’s the Story Morning Glory“ (3,4 მლნ. გაყიდული ალბომით). ლიდერების ხუთეულშია ლეგენდარული ემი უაინჰაუსის ფირფიტა „Back to Black“ და ჯეიმს ბლანტის „Back to Bedlam“.
radio.ge |