დევიდ ბოუის ცოლს შვილი 30 წელია არ უნახავს
ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის ყოფილი მეუღლე ირწმუნება, რომ შვილთან, დანკანთან ურთიერთობა 30 წელიწადია არ ჰქონია. მაშინ მათი ბიჭი მხოლოდ 11 წლის იყო. ყოფილი მოდელის, რომელმაც ცოტა ხნის მწერლობაში მოსინჯა ძალები, ენჯი ბოუის და დევიდის ვაჟი 1971 წელს მოევლინა ქვეყანას.
„დანკანი არ მინახავს მას შემდეგ, რაც ის 11 წლის გახდა. ასეთია ცხოვრება. ზოგიერთი ადამიანი განქორწინების შემდეგ აუტანელი ხდება“ - განაცხადა მუსიკოსის მეუღლემ მისი წიგნის, „Lipstick Legends“ პრეზენტაციაზე.
ამჟამად დანკან ჯონსი ბიოგრაფიულ სურათზე მუშაობს, რომლიც ინგლისელი მწერლის, იან ფლემინგის, „ჯეიმს ბონდის მამის“ შესახებ მოგვითხრობს.


radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |