საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
მადონა: ღმერთები არ ბერდებიან

- რას ფიქრობთ თქვენს ირგვლივ მყოფ ახალგაზრდა გოგონებზე? - ჰკითხა მადონას ჟურნალისტმა, რომელსაც თავისი კითხვის გამო, აშკარად კმაყოფილი სახე ჰქონდა. მომღერალმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და უპასუხა: - ისინიც ოდესმე დაბერდებიან, სახე დაუნაოჭდებათ და მოკვდებიან.   ამ დროს ვარსკვლავი ეგვიპტურ სფინქს ჰგავდა, რომელსაც მიმიკური ნაოჭები და ნაადრევი კლიმაქსი ოდნავადაც არ ადარდებს. პასუხით გაოგნებული ჟურნალისტის შემხედვარე მომღერალს გაეცინა. 50 წლის ქალბატონი, რომელიც 25 წლის გოგონასავით გამოიყურება, ნუთუ რამე ჯადოქრობას მიმართავს?  სასაცილოა! ყველასათვის ცნობილია, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, ასეთი ჯადოქრობის მისაღწევად.

მისი იმიჯი

ლუიზა ვერონიკა ჩაკონეს ბავშვობიდან სურდა სხვებს მოსწონებოდათ. 5 წლის გოგონა ფლირტს მერძევეებთან და მეზობელი საკონდიტროს გამყივდელებთან აბამდა. გემრიელი ნამცხვარი სულაც არ სურდა, უბრალოდ ძალიან მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. შოუ-ბიზნესის მომავალი დედოფალი სკოლის ფორმას მაქსიმალურად იმოკლებდა, მკვეთრი ფერის ტუჩის საცხს ხმარობდა და ბიჭებთან ერთად თავისუფლად სეირნობდა. თუ სკოლაში პოპულარობისთვის კაბის დამოკლება კმაროდა, 154 სმ სიმაღლის გოგონა მალე მიხვდა, რომ ნიუ-იურკში ამის მისაღწევად სხვა რამე იყო საჭირო. ამისთვის რამდენი რამის გადატანა მოუხდა... სცენაზე მოკლე მაისურიანი, მკვეთრ მაკიაჟიანი როკ-გოგონას განსახიერებით დაწყებული, ქალური და ელეგანტური ქალბატონით დამთავრებული. ერთი კი ცხადია, რომ პოპულარობის მოპოვება მხოლოდ მაკიაჟის, ტანისამოსისა და თმის ვარცხნილობის ექსპერიმენტით შეუძლებელია...
 
 
მისი სხეული

ახალგაზრდა გოგონამ ზუსტად იცოდა, რომ არც ერთი კილოგრამი არ უნდა მოემატებინა. მისი სიმაღლისთვის ზედმეტი გრამებიც კი თვალშისაცემი გახდებოდა. ფორმის შენარჩუნებაში მას ტანვარჯიში და ცეკვა დაეხმარა. სკოლა წარმატებით დაამთავრა თუ არა, ბალეტს მიუძრვნა თავი. მისი პლასტიკითა და ცეკვისადმი სიყვარულის წყალობით, ადვილად მიაღწია იმას, რომ მიჩიგანის უნივერსიტეტში საუკეთესო მოცეკვავის სტიპენდია დაენიშნათ. სცენაზე წარმატებას ფინანსური სიძლიერე მოჰყვა, რომელიც მადონას ფიგურაზე, პროფესიონალი ტრენერის დახმარებით, მაშინვე დადებითად აისახა. ტრენერის  ხელმძღვანელობით ის სპორტული სიარულით, კალათბურთით, კრივითა და იოგითაც კი დაკავდა. ამ ბოლო დროს კი, შოუ-ბიზნესის დედოფალი ახალი ჰობით - მწყერზე ნადირობით ერთობა...

მისი დიეტა

ერთხელ მადონამ აღიარა, რომ მისი ნება რომ იყოს, მხოლოდ პოპკორნსა და შავ ხიზილალას მიითმევდა. ასეთი კვებით წონის შენარჩუნებას იოგის დახმარებითაც კი ვერ შეძლებდა. ამიტომ თავს იაპონური სამზარეულოს ნაკლებკალორიული პროდუქტის შეყვარება აიძულა. მის მენიუს შეადგენს: ხილი, ქათამი ან თევზი (დღეში ერთხელ), გოგრა, მზესუმზირა, ვაშლი, მსხალი და თხილი. ხოლო მანგო, ყურძენი, ბანანი, ხორცი, ყავა, შაქარი და გაზიანი სასმელები მისთვის ტაბუდადებული თემაა. რაც შეეხება, „ფასტ-ფუდს“, ყველა ამერიკელისთვის საყვარელ ჰამბურგერებს და კარტოფილის ფრის, მომღერალს არა მხოლოდ თავისთვის, საკუთარი შვილებისთვისაც კი აკრძალული აქვს. მისმა ქალიშვილმა ლურდესმა შოკოლადი პირველად შვიდი წლის ასაკში დააგემოვნა. მომღერლის ყოველდღიური მენიუ კი, ასე გამოიყურება: საუზმე - შვრია, მუსლი; სადილი - ორნაირი ბოსტნეულისგან მომზადებული სუპი; სამხარი - მწვანე სალათი, ორთქლზე მომზადებული ყავისფერი ყველი და თეთრი თევზის პატარა ნაჭერი. ტრაპეზებს შორის კი, მომღერალს სტაფილოს ნაჭერის, კიტრის ან ლიმონის პატარა ნაჭრის მირთმევაც თავისუფლად შეუძლია. მართალია მენიუ მადისაღმძვრელად არ გამოიყურება, თუმცა სახის კანის ფერის და სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა.

 
მისი სახე

მადონა ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ ბევრი მისი კოლეგის მსგავსად მის სახეს პლასტიკური ქირურგის ხელი არ შეხებია. (თუ სპეციალური ჟელეთი ოდნავ დაბერილ ტუჩებს არ ჩავთვლით). კიდევ ერთი გასაახალგაზრდავებელი ხერხი, რომელსაც მომღერალი იყენებს, მსუბუქი მაკიაჟია. მას მიაჩნია, რომ მკვეთრი, გამომწვევი ფერები სახეზე, ქალის ასაკს მინიმუმ 5 წელს მატებს.


– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში? – ჰკითხა მომღერალს ჟურნალისტმა.
– როგორც ყველა ვარსკვლავი, ვისურვებდი ოდნავ წონაში მომატებას. – მშვიდად მიუგო მადონამ.

იხუმრა თუ არა მომღერალმა თავად განსაჯეთ...

 

www.radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე  არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი