ადელი ალბომის „21“ ახალ ვერსიას წერს
ბრიტანელი სოულ-შემსრულებელი ადელი ლეგენდარული ფირფიტის „21“ ხელმეორედ გამოცემას გეგმავს. ინფორმაციას გამომცემლობა „Daily Star Sunday“ ავრცელებს.
ცნობილი გახდა, რომ ადელი ალბომის ახალ ვერსიას წლის ბოლომდე შემოგვთავაზებს. ადელმა აგრეთვე გააკეთა განცხადება, რომ ახლო მომავალში ახალი სიმღერის ჩაწერას გეგმავს. ახალი დისკი კი, მუსიკალურ მაღაზიებში 2014 წლამდე არ გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადელი ნისლიანი ალბიონის მუსიკალურ ინდუსტრიაში მორიგი რეკორდის ავტორი გახდა. ფირფიტა „21“ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ხუთ ყველაზე გაყიდვად ალბომში მოხვდა. ხუთეულში მოხვდა აგრეთვე „Queen“-ის კომპილაცია „Greatest Hits“; „The Beatles“-ის „Sgt Pepper’s Lonely Hearts Club Band“, „ABBA“ ფირფიტით „Gold: The Greatest Hits“ და „Oasis“-ის „(What’s The Story) Morning Glory?“.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)
|