ნოელ გალახერი: „ჩემი სიმღერების შესრულება ლიამს უჭირდა“
მუსიკოსი ირწმუნება, რომ მის ძმას, ლიამ გალახერს ჯგუფში „Oasis“ მისი სიმღერების შესრულება უჭირდა.
„ხშირად ვფიქრობ, რომ ლიამთან ჯგუფში მუშაობა ძალიან რთული იყო. შესაძლოა იმღერო სიტყვები ზუსტად, მაგრამ მათი მნიშვნელობა, ნამდვილი აზრი ვერ გაიგო“ - აცხადებს ნოელი Yorkshire Evening Post-თან მიცემულ ინტერვიუში.
„ამჟამად ვწერ სიმღერებს და ზუსტად ვიცი, როგორ იჟღერებს და როდის ჩავწერ სტუდიაში. „If I Had A Gun“ ახალი სიმღერაა სიყვარულზე, მაგრამ მხოლოდ მე ვიცი რაზეა ის სინამდვილეში“ - ჰყვება მუსიკოსი ახალი პროექტის „Noel Gallagher’s High Flying Birds“ შესახებ.
radio.ge (საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |