საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
მადონა: „ყველასგან განვსხვავდებოდი... და ამიტომ ეშინოდათ ჩემი...“

პოპის დედოფალმა მადონამ თანატოლებთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენა... აღმოჩნდა, რომ მომავალი ვარსკვლავი არათუ არ უყვარდათ, არამედ ეშინოდათ კიდეც მისი... ამიტომ, ბიჭები მუდმივად დასცინოდნენ და სასაცილო ზედმეტ სახელებს უგონებდნენ.

„დღემდე ვერ ვხდები, რატომ არ ვუყვარდი მათ. თანაკლასელებს შორის იყო ერთი, რომელიც ყოველთვის საჭირო დროს ელოდა რომ დავემცირებინე. „თმიან მონსტრს“ მეძახდნენ“ - იხსენებს მომღერალი.

პატარა ნონი თვალყურს ადევნებდა კლასელი გოგონების ჩაცმულობას და მანერებს და სურდა ამოეხსნა, თუ რით იზიდავდნენ პოპულარული გოგონები ბიჭებს. ამოცანა ვერაფრით ამოხსნა და ამიტომ, ყველაფრის სხვანაირად გაკეთება გადაწყვიტა: „მივხვდი, რომ არ ღირდა მათი სტილის და სამოსის კოპირება. სხვა გზა ავირჩიე - არ ვიყენებდი კოსმეტიკას, არ ვიკეთებდი ვარცხნილობებს და ეპილაციაც საერთოდ დავივიწყე... ხანდახან მეჩვენება, რომ ისევ იმ სკოლის მოსწავლე ვარ და ისევ უნდა მეშინოდეს, რადგან ვერ დავაკმაყოფილებ მათ სტანდარტებს...“

„ჰეტეროსექსუალ ბიჭებს არ სურდათ ჩემთვის ყურადღების მოქცევა და ჩემში მიმზიდველ არსებას ვერ ამჩნევდნენ. ვფიქრობ, რომ ბიჭებბს ჩემი ეშინოდათ... რადგან ძალიან განვსხვავდებოდი ჩემი ტოლებისგან...“

მადონას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ხუთი წლისას დედა გარდაეცვალა, რამაც პატარა გოგონას სულზე დიდი კვალი დატოვა... პატარამ ტრაგედია ძალიან განიცადა, რადგან ის განსაკუთრებულად  უყვარდა. მას დედის სახელი ერქვა და ამიტომაც, პატარა ნონის ეძახდნენ. ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. მშობლები შვილებს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ.  1966 წელს მადონას მამა მეორედ დაქორწინდა. გოგონამ ეს ღალატად ჩათვალა და მშობელს 40 წლის მანძილზე არ ელაპარაკებოდა...

ახლა კი ის მსოფლიოში აღიარებული პოპის დედოფალია... მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად“ დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერენ - „მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“ - მისმა მსოფლიო ტურნემ „Confessions Tour“-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.

 

radio.ge

 

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება

პუბლიკაციები
შემსრულებელი